1. ზოგადი დებულებები

ეს პოლიტიკა განმარტავს, როგორ ამუშავებს შპს „კიბერდროება“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 429656295; ბრენდი „BookTok საქართველო“; შემდგომ – „კომპანია“ ან „ჩვენ“) booktok.ge-ის (შემდგომ – „ვებგვერდი“) მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი კომპანიაა. მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – „კანონი“) შესაბამისად.

ეს პოლიტიკა არ ეხება სტატიებში ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების ინფორმირების მიზნით: მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ასეთ დამუშავებაზე კანონი, ცალკეული დებულებების გარდა, არ ვრცელდება. სტატიაში მოხსენიებულ პირს შესწორებისა და განმარტების უფლება აქვს – იხ. შესწორებების პოლიტიკა.

2. რა მონაცემებს ვამუშავებთ

მონაცემები, რომლებსაც თავად გვაწვდით:

  • ბიულეტენის გამოწერისას – ელფოსტის მისამართი;
  • როცა გვწერთ (info@, editorial@ ან [email protected]) – სახელი, ელფოსტა, წერილის შინაარსი და მასში მითითებული სხვა მონაცემები;
  • კომენტარის დატოვებისას – სახელი, ელფოსტა, კომენტარის ტექსტი და IP მისამართი.

ავტომატურად შეგროვებული მონაცემები:

  • ტექნიკური მონაცემები სერვერის ჟურნალებსა და ანალიტიკის ინსტრუმენტებში: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, ოპერაციული სისტემა, ვიზიტის დრო, ნანახი გვერდები;
  • ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები – იხ. ქუქი-ფაილების პოლიტიკა.

IP მისამართი პერსონალური მონაცემია. ანალიტიკის შედეგებს ვიყენებთ აგრეგირებული სახით და ცალკეული მომხმარებლის იდენტიფიცირებას არ ვცდილობთ.

3. რა მიზნით და რა საფუძვლით ვამუშავებთ მონაცემებს

  • ბიულეტენი. ელფოსტის მისამართს ვიყენებთ ბიულეტენის, სიახლეებისა და სხვა მასალის გამოსაგზავნად. საფუძველი – თქვენი თანხმობა, რომელსაც გამოწერის ფორმაში ელფოსტის შეყვანითა და ღილაკზე დაჭერით აცხადებთ.
  • მიმართვები და კომენტარები. მონაცემებს ვიყენებთ პასუხის გასაცემად, მიმართვის განსახილველად, კომენტარის გამოსაქვეყნებლად და მოდერაციისთვის. საფუძველი – თქვენი მოთხოვნა და ჩვენი კანონიერი ინტერესი, მათ შორის საჩივრების განხილვა და ჩვენი უფლებების დაცვა.
  • ტექნიკური მონაცემები. მათ ვიყენებთ ვებგვერდის მუშაობის, უსაფრთხოებისა (მაგალითად, სპამისა და თავდასხმებისგან დაცვა) და სტატისტიკისთვის. საფუძველი – ჩვენი კანონიერი ინტერესი; ანალიტიკის ქუქი-ფაილების დაბლოკვა შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებით (იხ. ქუქი-ფაილების პოლიტიკა).
  • კანონით დადგენილი ვალდებულებები – როცა მონაცემების დამუშავებას კანონი მოითხოვს.

4. ვის გადავცემთ მონაცემებს

  • პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით, არ ვაქირავებთ და კომერციული სარგებლის მიზნით არ გადავცემთ.
  • მომსახურების მიმწოდებლები (დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები): ჰოსტინგი, ელფოსტისა და ბიულეტენის გაგზავნის სერვისი, ანალიტიკის სერვისი (Google Analytics). მათ მონაცემები მიეწოდებათ მხოლოდ საჭირო მოცულობით, ჩვენი დავალებით და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებით.
  • კანონით გათვალისწინებული შემთხვევები – სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანოს კანონიერი მოთხოვნით.

ზოგი მიმწოდებელი (მაგალითად, Google) მონაცემებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ამუშავებს. ასეთ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ კანონით დადგენილი წესითა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებით.

5. შენახვის ვადა

  • ბიულეტენი – სანამ გამოწერა აქტიურია. გამოწერის გაუქმების შემდეგ ელფოსტის მისამართს გამოწერის სიიდან ვშლით; შეიძლება შევინახოთ მხოლოდ გამოწერის გაუქმების ფაქტი, რომ წერილი აღარ გამოგეგზავნოთ.
  • მიმართვები – საკითხის გადაწყვეტამდე და შემდეგ იმ ვადით, რაც შესაძლო დავისა და ჩვენი უფლებების დასაცავად არის საჭირო.
  • კომენტარები – სანამ კომენტარი გამოქვეყნებულია ან სანამ მის წაშლას მოითხოვთ.
  • ტექნიკური ჟურნალები და ანალიტიკა – შეზღუდული ვადით, შესაბამისი სერვისის პარამეტრების მიხედვით.

6. მონაცემთა უსაფრთხოება

მონაცემების დასაცავად ვიყენებთ შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს: დაშიფრულ კავშირს (HTTPS), წვდომის შეზღუდვას და უსაფრთხოების რეგულარულ განახლებებს. ინციდენტის შემთხვევაში ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად – მათ შორის, საჭიროებისას ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა ვაცნობებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

7. თქვენი უფლებები

კანონის შესაბამისად, უფლება გაქვთ:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ და გაეცნოთ მათ, მათ შორის ასლის მიღებით;
  • მოითხოვოთ არასწორი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, მათი წაშლა ან განადგურება, თუ დამუშავების საფუძველი აღარ არსებობს;
  • მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა კანონით დადგენილ შემთხვევებში;
  • ნებისმიერ დროს, უსასყიდლოდ და დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თანხმობა – მაგალითად, ბიულეტენის წერილში არსებული გამოწერის გაუქმების ბმულით.

უფლებების გამოსაყენებლად მოგვწერეთ: [email protected]. მოთხოვნას კანონით დადგენილ ვადაში ვუპასუხებთ; საჭიროებისას შეიძლება გთხოვოთ ვინაობის დადასტურება.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (2026 წლის 2 მარტიდან – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლეს) ან სასამართლოს.

8. ქუქი-ფაილები

ვებგვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს. დაწვრილებით – ქუქი-ფაილების პოლიტიკაში.

9. პოლიტიკის ცვლილება

ამ პოლიტიკის განახლებულ ვერსიას ვაქვეყნებთ ამავე გვერდზე, განახლების თარიღის მითითებით. არსებითი ცვლილების შესახებ ბიულეტენის გამომწერებს ელფოსტითაც შევატყობინებთ.

10. საკონტაქტო ინფორმაცია

შპს „კიბერდროება“, საიდენტიფიკაციო კოდი: 429656295. ელფოსტა: [email protected]

ბოლო განახლება: 2026 წლის 16 ოქტომბერი