1. ზოგადი დებულებები

booktok.ge-ის (შემდგომ – „ვებგვერდი“) ოპერატორია შპს „კიბერდროება“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 429656295; შემდგომ – „კომპანია“ ან „ჩვენ“), რომელიც საქმიანობს ბრენდით „BookTok საქართველო“. კომპანია პატივს სცემს ინტელექტუალურ საკუთრებას და მოქმედებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომ – „კანონი“) და საქართველოსთვის სავალდებულო საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

ეს პოლიტიკა განსაზღვრავს:

  • როგორ არის დაცული ვებგვერდის ორიგინალური მასალა;
  • რა საფუძვლით ვიყენებთ მესამე მხარის მასალას;
  • როგორ მოგვმართოთ, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი უფლება დაირღვა, და როგორ ვრეაგირებთ მიმართვაზე.

2. ჩვენი მასალა

ვებგვერდზე განთავსებული ორიგინალური მასალა – ტექსტები, ანალიტიკური სტატიები, მიმოხილვები, ლოგო და ბრენდის სხვა ელემენტები, კომპანიის მიერ შექმნილი გრაფიკული და ვიზუალური მასალა – კომპანიის ინტელექტუალური საკუთრებაა.

კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამ მასალის კოპირება, რეპროდუცირება, გავრცელება, შეცვლა, თარგმნა ან საჯაროდ ჩვენება – როგორც კომერციული, ისე არაკომერციული მიზნით, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.

ციტირება. ჩვენი სტატიების ციტირება დასაშვებია კანონის 23-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში – იმ მოცულობით, რასაც ციტირების მიზანი ამართლებს, წყაროსა (booktok.ge) და ავტორის (თუ ის მითითებულია) აუცილებელი მითითებით. გთხოვთ, ციტატას დაურთოთ ორიგინალი სტატიის აქტიური ბმული.

სტატიებში გამოყენებული მესამე მხარის მასალა (მაგალითად, ფოტო) მის მფლობელს ეკუთვნის – მის გამოყენებაზე ნებართვას კომპანია ვერ გასცემს.

3. მესამე მხარის მასალა

მესამე მხარის მასალას (ფოტოს, ვიდეოს, ციტატას, მონაცემებს) ვიყენებთ მხოლოდ:

  • ლიცენზიით, მათ შორის უფლების მფლობელის პრესმასალის პირობებითა და თავისუფალი ლიცენზიებით (მაგალითად, Creative Commons);
  • უფლების მფლობელის ნებართვით;
  • როცა მასალა საჯარო დომენშია;
  • კანონით დაშვებული თავისუფალი გამოყენების (მაგალითად, ციტირების) ფარგლებში.

ავტორი და წყარო მითითებულია უშუალოდ მასალასთან, საავტორო უფლება კი მის მფლობელს რჩება. თითოეული ფოტოს წარმომავლობას – წყაროს, აღების თარიღს, კრედიტსა და ლიცენზიას – ვინახავთ, რომ საჭიროებისას სწრაფად გადავამოწმოთ.

4. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი უფლება დაირღვა

მოგვწერეთ: [email protected]. განვიხილავთ ყველა მიმართვას, მოკლესაც. განხილვას დააჩქარებს, თუ წერილში მიუთითებთ (შდრ. კანონის 59-ე მუხლის მე-10 პუნქტი):

  • ა) ნაწარმოებს, რომლის უფლებაც, თქვენი აზრით, დაირღვა, და გარემოებას, რომელიც ამას ადასტურებს (მაგალითად, სად და როდის გამოქვეყნდა ნაწარმოები პირველად, რის საფუძველზე ხართ მისი ავტორი ან უფლების მფლობელი);
  • ბ) სადავო მასალის ზუსტ მისამართს – სტატიის ან პოსტის ბმულს;
  • გ) თქვენს სახელს (დასახელებას), საიდენტიფიკაციო ან პირად ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ელფოსტის მისამართს;
  • დ) თუ სხვის სახელით მოქმედებთ – უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს.

თუ რომელიმე მონაცემი აკლია, მიმართვას მაინც განვიხილავთ, დამატებით ინფორმაციას კი პარალელურად გთხოვთ.

5. რას ვაკეთებთ მიმართვის მიღების შემდეგ

  • 24 საათის განმავლობაში გიპასუხებთ და განხილვის დროს სადავო მასალას დროებით ჩავანაცვლებთ ან შევზღუდავთ მის ხელმისაწვდომობას – როგორც ვებგვერდზე, ისე ჩვენს სოციალურ ქსელებში.
  • 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით გაცნობებთ გადაწყვეტილებას. თუ მასალის გამოყენების საფუძველი გვაქვს (ლიცენზია, ნებართვა), გამოგიგზავნით მის დამადასტურებელ ინფორმაციას; თუ ასეთი საფუძველი არ გვაქვს, მასალას სამუდამოდ ვშლით.
  • ავტორის ან წყაროს არასწორ მითითებას 24 საათის განმავლობაში ვასწორებთ.

6. მომხმარებლების კომენტარები

თუ სადავო მასალა მომხმარებლის კომენტარშია, მიმართვას განვიხილავთ კანონის 60¹ მუხლით დადგენილი წესით: შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში წავშლით მასალას ან შევზღუდავთ მის ხელმისაწვდომობას, ამის შესახებ ვაცნობებთ კომენტარის ავტორს, განხორციელებული ღონისძიებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი – უფლების მფლობელს. კომენტარის ავტორს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს მასალის ხელმისაწვდომობის აღდგენა.

7. პერსონალური მონაცემები

მიმართვაში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად – მხოლოდ მიმართვის განსახილველად და პასუხის გასაცემად – და ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რაც ამისთვის და ჩვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად არის საჭირო (იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა).

8. კონტაქტი

  • საავტორო უფლებების საკითხები: [email protected]
  • ფაქტობრივი შეცდომა სტატიაში: [email protected] (იხ. შესწორებების პოლიტიკა)
  • ზოგადი საკითხები: [email protected] (იხ. წესები და პირობები)

ბოლო განახლება: 2026 წლის 16 ოქტომბერი