1. ზოგადი დებულებები

booktok.ge-ის (ოპერატორი – შპს „კიბერდროება“, საიდენტიფიკაციო კოდი: 429656295; ბრენდი „BookTok საქართველო“) ზოგ სტატიაში მითითებულია, სად შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნი – მათ შორის ჩვენს პარტნიორ ონლაინმაღაზიაში, uBooks.ge-ზე. ასეთი ბმულით შეძენისას შეიძლება სარგებელი მივიღოთ, თქვენთვის ფასი კი არ იცვლება. ეს ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ჩვენი საქმიანობა ფინანსდება და booktok.ge ყველასთვის უფასო რჩება.

2. სარედაქციო უპირატესობა

  • წიგნებს რედაქცია ირჩევს – მათი ღირებულებისა და მკითხველისთვის საინტერესოობის მიხედვით.
  • წიგნი სტატიაში იმის გამო არ ხვდება, რომ მასზე პარტნიორული ბმული არსებობს. თანაბარი სარედაქციო შეფასებისას შეიძლება უპირატესობა მივანიჭოთ წიგნს, რომელიც პარტნიორ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.
  • ბმულს ვუთითებთ მხოლოდ მაშინ, როცა წიგნი მაღაზიაში ხელმისაწვდომია.
  • პარტნიორული ბმული შეფასებაზე გავლენას არ ახდენს: მიმოხილვა დამოუკიდებელია.

3. გამჭვირვალობა

  • პარტნიორულ ბმულს თან ახლავს მინიშნება – მაგალითად, „წიგნი ხელმისაწვდომია uBooks.ge-ზე“; რჩეულ წიგნთა სიებს კი ბოლოს გამჭვირვალობის შენიშვნა ერთვის.
  • ბმულს ვურთავთ ნიშნულს (UTM), რომლითაც ვხედავთ, რამდენი მკითხველი გადადის მაღაზიაში – ცალკეული მკითხველის იდენტიფიცირების გარეშე.
  • თუ სხვა პარტნიორულ პროგრამაშიც ჩავერთვებით (მაგალითად, საკომისიოთი), იმავე წესებს გამოვიყენებთ და ამ პოლიტიკას განვაახლებთ.

4. საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვებზე მოგვწერეთ: [email protected]

ბოლო განახლება: 2026 წლის 16 ოქტომბერი