1. შესავალი
ეს პოლიტიკა კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნაწილია და განმარტავს, რა ქუქი-ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს იყენებს booktok.ge (შემდგომ – „ვებგვერდი“), რომლის ოპერატორიცაა შპს „კიბერდროება“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 429656295; შემდგომ – „კომპანია“ ან „ჩვენ“).
2. რა არის ქუქი-ფაილი
ქუქი-ფაილი მცირე ტექსტური ფაილია, რომელსაც ვებგვერდი თქვენს ბრაუზერში ინახავს. ის ვებგვერდს საშუალებას აძლევს, „დაიმახსოვროს“ თქვენი მოწყობილობა და არჩევანი. ამ პოლიტიკაში ტერმინი „ქუქი-ფაილი“ მსგავს ტექნოლოგიებსაც მოიცავს – მაგალითად, პიქსელებს და ბრაუზერის ლოკალურ საცავს.
3. რა ქუქი-ფაილებს ვიყენებთ
- აუცილებელი – ვებგვერდის მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის: მაგალითად, სპამისა და თავდასხმებისგან დაცვისთვის და იმის დასამახსოვრებლად, რომ ქუქი-ფაილების შესახებ შეტყობინება უკვე ნახეთ. მათ გარეშე ვებგვერდი გამართულად ვერ იმუშავებს.
- ანალიტიკის – Google Analytics: ვითვლით ვიზიტებს და ვხედავთ, რომელი სტატიებია პოპულარული და როგორ მოძრაობენ მკითხველები ვებგვერდზე. შედეგებს აგრეგირებული სახით ვიყენებთ – ვებგვერდისა და მასალის გასაუმჯობესებლად. ამ ქუქი-ფაილებს ვიყენებთ ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე; მათი დაბლოკვა შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებით ან Google Analytics Opt-out Browser Add-on-ით (იხ. მე-5 პუნქტი).
- ჩაშენებული მასალის – ზოგ სტატიაში ჩაშენებულია სხვა სერვისის მასალა, მაგალითად, SoundCloud-ის აუდიოპლეერი, ვიდეო ან სოციალური ქსელის პოსტი. ასეთი სერვისი საკუთარ ქუქი-ფაილებს მისივე პირობებით აყენებს.
- სარეკლამო – ამჟამად მესამე მხარის სარეკლამო ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ. თუ მომავალში დავიწყებთ, ამას მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობით გავაკეთებთ და ამ პოლიტიკასაც განვაახლებთ.
4. პირველი და მესამე მხარის ქუქი-ფაილები
- პირველი მხარის – აყენებს თავად booktok.ge.
- მესამე მხარის – აყენებს სხვა დომენი, მაგალითად, Google (Google Analytics) ან ჩაშენებული მასალის სერვისი. მათ პარამეტრებს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ; დაწვრილებით – შესაბამისი სერვისის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
5. როგორ მართოთ ქუქი-ფაილები
- შეტყობინება. პირველი ვიზიტისას ვებგვერდი გაჩვენებთ შეტყობინებას ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ.
- ბრაუზერის პარამეტრები. ბრაუზერების უმეტესობაში (Google Chrome, Mozilla Firefox, Microsoft Edge, Apple Safari) შეგიძლიათ დაბლოკოთ ან წაშალოთ ყველა ან კონკრეტული ტიპის ქუქი-ფაილი – ინსტრუქცია თქვენი ბრაუზერის დახმარების გვერდზეა.
- Google Analytics. ანალიტიკის ქუქი-ფაილების თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ის ინსტრუმენტი Google Analytics Opt-out Browser Add-on.
გაითვალისწინეთ: ქუქი-ფაილების დაბლოკვამ შეიძლება ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქცია შეაფერხოს.
6. პოლიტიკის ცვლილება
ამ პოლიტიკის განახლებულ ვერსიას ვაქვეყნებთ ამავე გვერდზე, განახლების თარიღის მითითებით.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
ქუქი-ფაილებთან დაკავშირებულ კითხვებზე მოგვწერეთ: [email protected]
ბოლო განახლება: 2026 წლის 16 ოქტომბერი