BookTok საქართველო
BOOKTOK ᲙᲚᲣᲑᲘ | ᲛᲐᲚᲔ
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
    • ქართული ინდუსტრია
    • საერთაშორისო ამბები
  • ᲠᲔᲪᲔᲜᲖᲘᲔᲑᲘᲠᲔᲪᲔᲜᲖᲘᲔᲑᲘ
    • მხატვრული ლიტერატურა
    • არამხატვრული ლიტერატურა
    • საბავშვო & YA ლიტერატურა
    • კომიქსი & გრაფიკული რომანი
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
    • ლიტერატურული ჯილდოები
    • ღონისძიებების კალენდარი
    • ფესტივალები
    • გამომცემლის პორტრეტი
    • ბაზრის ანალიტიკა
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
    • ქართული თარო
    • მსოფლიო ბიბლიოთეკა
    • ახალბედა ავტორები
  • ᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲔᲑᲘᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲔᲑᲘ
  • ᲐᲣᲓᲘᲝᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘᲐᲣᲓᲘᲝᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ
  • AI & ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘAI & ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: ის წიგნების გარეშე გაიზარდა. რას კითხულობს „განათლებულის“ ავტორი დღეს?
გაზიარება
BookTokBookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
    • ქართული ინდუსტრია
    • საერთაშორისო ამბები
  • ᲠᲔᲪᲔᲜᲖᲘᲔᲑᲘ
    • მხატვრული ლიტერატურა
    • არამხატვრული ლიტერატურა
    • საბავშვო & YA ლიტერატურა
    • კომიქსი & გრაფიკული რომანი
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲘᲡ ᲐᲛᲑᲔᲑᲘ
    • ლიტერატურული ჯილდოები
    • ღონისძიებების კალენდარი
    • ფესტივალები
    • გამომცემლის პორტრეტი
    • ბაზრის ანალიტიკა
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
    • ახალბედა ავტორები
  • ᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲔᲑᲘ
  • ᲐᲣᲓᲘᲝᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამის განთავსება
2026 © Cyberდროება. ყველა უფლება დაცულია.
ავტორებიმსოფლიო ბიბლიოთეკა

ის წიგნების გარეშე გაიზარდა. რას კითხულობს „განათლებულის“ ავტორი დღეს?

ტარა ვესტოვერის ისტორია თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და შთამაგონებელი ფენომენია. ეს არ არის უბრალოდ მწერლის ბიოგრაფია; ეს არის თითქმის დაუჯერებელი ამბავი თვითგადარჩენისა და ინტელექტუალური ტრიუმფისა, რომელიც მან თავის სადებიუტო, ავტობიოგრაფიულ ბესტსელერში, „განათლებულში“ აღწერა.

ბოლო განახლება: 1 ნოე, 2025
გაზიარება
3 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
ტარა ვესტოვერი თეთრ სახლში აშშ-ის ეროვნული ჰუმანიტარული მედლით დაჯილდოებისას. 2023 წლის 21 მარტი.
ტარა ვესტოვერი თეთრ სახლში აშშ-ის ეროვნული ჰუმანიტარული მედლით დაჯილდოებისას. 2023 წლის 21 მარტი.
გაზიარება

ტარა ვესტოვერი ამერიკელი მემუარისტი და ისტორიკოსია, რომლის ინტელექტუალური და პიროვნული ტრაექტორია თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფენომენად იქცა. მისი აკადემიური და შემოქმედებითი გზა წარმოადგენს რადიკალურ რღვევას იმ სოციალურ-კულტურულ გარემოსთან, რომელშიც ის აღიზარდა. ვესტოვერი დაიბადა აიდაჰოს შტატის იზოლირებულ, მთიან რეგიონში, მორმონი სურვივალისტების ოჯახში, რომლის იდეოლოგია ეფუძნებოდა სახელმწიფოს ინსტიტუტების, მათ შორის ფორმალური საგანმანათლებლო და სამედიცინო სისტემების, სრულ უარყოფას.

- რეკლამა -
Ad image

17 წლამდე მას არ უვლია სკოლაში და არ მიუღია რაიმე სახის ფორმალური განათლება. მიუხედავად ამისა, ცოდნის მიღების დაუოკებელმა სწრაფვამ უბიძგა, დამოუკიდებლად მოემზადებინა და ჩაებარებინა ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში. ეს იყო მისი პირველი აკადემიური ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მის შემდგომ, შთამბეჭდავ საგანმანათლებლო კარიერას: გეიტსის კემბრიჯის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო კემბრიჯის უნივერსიტეტის თრინითი კოლეჯში, იყო მიწვეული მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტში და 2014 წელს კემბრიჯშივე მიენიჭა ისტორიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

სწორედ ეს უნიკალური ბიოგრაფიული მასალა დაედო საფუძვლად მის 2018 წლის მემუარულ ნაშრომს, „განათლებული“ (Educated). ნაწარმოები, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი ბილდუნგსრომანი (გმირის ზრდა-განვითარების რომანი), დეტალურად აღწერს ავტორის ინტელექტუალურ და ემოციურ ოდისეას რადიკალური იდეოლოგიით გაჯერებული, იზოლირებული გარემოდან მსოფლიოს წამყვან აკადემიურ ცენტრებამდე. წიგნის ცენტრალური ღერძი არის კონფლიქტი ოჯახური ლოიალობისა და პიროვნული ავტონომიისკენ სწრაფვას შორის, სადაც განათლება გვევლინება არა უბრალოდ ცოდნის დაგროვების პროცესად, არამედ პიროვნული იდენტობის რეკონსტრუქციის მტკივნეულ, თუმცა გარდაუვალ, ინსტრუმენტად.

„განათლებულმა“ გამოცემისთანავე მოიპოვა საყოველთაო კრიტიკული აღიარება და კომერციული წარმატება, რითაც ტარა ვესტოვერის პირადი ისტორია ფართო კულტურული დისკურსის ნაწილად აქცია.

სწორედ ამ გამორჩეული ავტორის ლიტერატურულ გემოვნებასა და ინტელექტუალურ ინტერესებზე იძლევა წარმოდგენას ამერიკული პორტალის, Literary Hub-ის, რუბრიკისთვის Book Marks Questionnaire მომზადებული ბლიც-ინტერვიუ.

Book Marks: რომელ წიგნს უბრუნდებით ყველაზე ხშირად?

ტარა ვესტოვერი: ამ მომენტისთვის, ალბათ, ჯულიან ბარნსის „დასასრულის შეგრძნებას“ (The Sense of an Ending). პირველად რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მივუბრუნდი. არასდროს მბეზრდება; მისი ენა და ხედვის კუთხე უბრალოდ მომნუსხველია. ეს არის წიგნი, სავსე საოცარი იდეებით.

BM: რომელმა წიგნმა შეგძრათ ყველაზე მეტად?

ტვ: ცოტა ხნის წინ წავიკითხე ცნობილი ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსის, დ. უ. ვინიკოტის, მოკლე წიგნი „თამაში რეალობასთან“ (Playing with Reality). ეს წიგნი უამრავ თემას ეხება, მაგრამ, ვფიქრობ, მისი არსი ადრეული ასაკი და განვითარებაა — ჩვევები, რომლებსაც ბავშვობაში ვიყალიბებთ და რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ნამდვილად გონების ამფეთქებელი წიგნია!

BM: ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ?

ტვ: გასულ კვირას მეორედ წავიკითხე ჰელენ მაკდონალდის „ქ, როგორც ქორი“ (H is for Hawk). იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მახსოვდა.

BM: რომელმა წიგნმა გატირათ?

ტვ: ელეინ პეიგელსის მემუარებმა, სახელწოდებით „რატომ რელიგია?“ (Why Religion?). პეიგელსი ანტიკური რელიგიური ტექსტებისა და ფილოსოფიების მკვლევარია. მან ცხოვრებაში უდიდესი დანაკარგი განიცადა და ამ მემუარებში თავის პირად ბიოგრაფიასა და აკადემიურ ცოდნას აერთიანებს, რითაც ქმნის საოცრად დახვეწილ და ღრმა წიგნს დანაკარგსა და ცხოვრების აზრზე. რამდენიმე პასაჟზე ვიტირე. ულამაზესი წიგნია.

BM: გასული წლის1 წიგნებიდან რომელს გამოარჩევდით?

ტვ: ტექნიკურად, წლევანდელია, მაგრამ ახლახან ჩამივარდა ხელში ჯენიფერ იგანის ახალი წიგნის, „კანფეტების სახლის“ (The Candy House), წინასწარი ასლი. ეს არის რომანი ტექნოლოგიაზე და წარმოადგენს მისი პულიცერის პრემიის მფლობელი რომანის, „ვიზიტი გუნ სქვოდთან“ (A Visit From the Goon Squad), ერთგვარ გაგრძელებას. იმედებს არ გაგიცრუებთ. იგანი საოცრად გამორჩეული და გამომგონებელი მწერალია. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ.

BM: რომელ წიგნს ისურვებდით, რომ თინეიჯერობისას წაგეკითხათ?

ტვ: ელისონ ბექდელის „დედაჩემი ხარ?“ (Are You My Mother?). თუმცა, საეჭვოა, მაშინ თუ გავიგებდი.

BM: რომელი წიგნის ჩუქება გიყვართ ყველაზე მეტად?

ტვ: ბოლო დროს ტექნოლოგიების მიმართ ერთგვარი ფობია გამიჩნდა, რადგან შევამჩნიე, რა არაჯანსაღი ურთიერთობა მაქვს მასთან. ამ თემაზე არსებობს ერთი უცნაური და ბრწყინვალე წიგნი, რომელიც ძალიან მიყვარს — ჯარონ ლანირის „შენ გაჯეტი არ ხარ“ (You Are Not a Gadget).

BM: კლასიკური ლიტერატურიდან რის წაკითხვას გეგმავთ?

ტვ: „მადამ ბოვარი“. რატომღაც, აქამდე არასდროს წამიკითხავს!

BM: თქვენი საყვარელი წიგნი, რომელიც ბევრმა არ იცის?

ტვ: სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრს სმენია მის შესახებ, რადგან დარწმუნებული ვარ, პროფესორები ფსიქოლოგიის კურსებზე ასწავლიან, მაგრამ შარშან წავიკითხე ტალი შაროტის „გავლენიანი გონება“ (The Influential Mind) და მას შემდეგ სულ ამ წიგნზე ვფიქრობ. მიყვარს წიგნები გონების შესახებ, წიგნები, რომლებიც გვეკითხებიან, თუ როგორი არსებები ვართ, და ეს ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ნაშრომია ამ თემაზე.

BM: რომელ წიგნ(ებ)ს კითხულობთ ამჟამად?

ტვ: ამას წინათ ჩემს ბინაში ვიპოვე წიგნი, რომელიც აქამდე არასდროს მინახავს და არ მახსოვს, რომ მეყიდოს. ეს იყო რეიჩელ კასკის „მეორე ადგილი“ (Second Place). გადავშალე, პირველივე წინადადება წავიკითხე და ვერ ვიჯერებდი, რა ლამაზად ეწერა. კასკი წარმოუდგენელი მწერალია. უზომოდ მადლობელი ვარ იმ ადამიანის, ვინც ეს წიგნი ჩემს სახლში დატოვა!

  1. რედ. შენ.: ინტერვიუ ჩაწერილია 2022 წლის თებერვალში, შესაბამისად, „გასულ წელში“ 2021 წელი იგულისხმება. ↩︎
გაიგეთ მეტი:EducatedTara Westoverგანათლებულიტარა ვესტოვერი
წყარო:მასალა მოამზადებულია Literary Hub-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუს მიხედვით
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn Copy Link Print
გაზიარება
თბილისის წიგნის დღეები 2025: ლიტერატურული სეზონის მთავარი მოვლენა 14-16 ნოემბერს გაიმართება
თბილისის წიგნის დღეები 2025

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო
  • დისკლაიმერი

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ვაკანსიები
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები
2026 © Cyberდროება. ყველა უფლება დაცულია.
Welcome Back!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?