ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: ჟანგ იმოუმ „The Three-Body Problem“-ის ახალ ეკრანიზაციაზე ისაუბრა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებიეკრანიზაციებისიახლეები

ჟანგ იმოუმ „The Three-Body Problem“-ის ახალ ეკრანიზაციაზე ისაუბრა

ბუსანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩინელმა რეჟისორმა ლიუ ციხინის ცნობილი რომანის, „The Three-Body Problem“-ის ადაპტაციის შესახებ ისაუბრა.

განახლების თარიღი: 4 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
ჟანგ იმოუმ „The Three-Body Problem“-ის ახალ ეკრანიზაციაზე ისაუბრა
ილუსტრაცია: AI
გაზიარება
Highlights
  • ბუსანის 31-ე კინოფესტივალზე ჟანგ იმოუმ აღნიშნა, რომ ლიუ ცისინის რომანის სცენარს წლებია ამუშავებს.
  • ფილმის შემქმნელებმა მკითხველთა მოლოდინების გასაგებად 400 000-მდე კომენტარი შეაგროვეს.

6 ოქტომბერს ბუსანის 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (BIFF) გახსნის ცერემონიაზე, ჟიურის პრეზიდენტმა, ჩინელმა რეჟისორმა ჟანგ იმოუმ მომავალი ფილმის შესახებ ისაუბრა. Deadline-ის ცნობით, ის ლიუ ცისინის ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის, „The Three-Body Problem“-ის ეკრანიზაციაზე მუშაობს.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

პროექტის შესახებ პირველად 2024 წელს შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე გახდა ცნობილი. რეჟისორის განმარტებით, მისი გუნდი უკვე წლებია, სცენარს ამუშავებს და სრულყოფს. ამ პროცესში შემქმნელებმა განსაკუთრებული ყურადღება მკითხველთა აზრს დაუთმეს.

იმისთვის, რომ მაყურებლის მოლოდინები უკეთ გაეგოთ და მათი წუხილი გაეთვალისწინებინათ, ავტორებმა ინტერნეტში თაყვანისმცემლების 400 000-ამდე კომენტარი შეაგროვეს. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ნაწარმოები სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის.

ბუკტოკი გირჩევთ

ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
3 ნოემბერი, 2026
კადრი „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალიდან
„ჰარი პოტერის“ ახალი სერიალი ჯეიმზისა და ლილი პოტერების კანონიკურ ასაკს აღადგენს
3 ნოემბერი, 2026
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
3 ნოემბერი, 2026

ჟანგ იმოუ ეკრანიზაციის სირთულეებზე

ფილმის პროდიუსერია კომპანია Beijing Enlight Media. მოსალოდნელია, რომ პროექტში ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლი ექნება. Variety-ის ინფორმაციით, რეჟისორმა წიგნისა და მისი ადაპტაციის სირთულის შესახებ ღიად ისაუბრა. ჟანგ იმოუმ აღნიშნა:

„The Three-Body Problem“ შესანიშნავი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანია და ძალიან მომწონს. თუმცა, მისი ფილმად ადაპტაცია მეტად რთულია.

წიგნმა, რომელსაც მომავალი ფილმი ეფუძნება, 2015 წელს საუკეთესო რომანის კატეგორიაში პრემია „ჰიუგო“ (Hugo Award) მოიპოვა. ეს ჯილდო კენ ლიუს ინგლისურენოვანმა თარგმანმა დაიმსახურა.

ბუსანის საერთაშორისო კინოფესტივალი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე შვიდი წევრისგან შემდგარი საკონკურსო ჟიური, რომელსაც თავად ჟანგ იმოუ ხელმძღვანელობს, ჯამში ექვს გამარჯვებულს გამოავლენს.

„სამი სხეულის ამოცანა“ უკვე ქართულადაც ხელმისაწვდომია

ლიუ ცისინის ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი „სამი სხეულის ამოცანა“ ქართულად გამომცემლობა „მოუბარმა“ თარგმნა. წიგნი მკითხველს მიმდინარე წლის აპრილში, წიგნის ფესტივალზე წარუდგინეს. რომანის მთარგმნელია რამაზ ხატიაშვილი.

გაიგე მეტი:The Three-Body Problemეკრანიზაციალიუ ციხინიჟანგ იმოუჰიუგოს პრემია
წყარო:DeadlineVariety
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?