„Artemis Fowl“-ის წიგნების სერიის მიხედვით ახალ ანიმაციურ სერიალს შექმნიან. ამის შესახებ Deadline-ი და Variety წერენ. ეკრანიზაცია Disney Channel-ისა და სტრიმინგ პლატფორმა Disney+-ისთვის მზადდება.
სიახლის შესახებ მწერალმა ეოინ კოლფერმა 11 ოქტომბერს ნიუ-იორკის Comic-Con-ზე, პანელზე „25 Years of Artemis Fowl“ ისაუბრა. ავტორთან ერთად პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები ბენ ჯუვონო და კოლინ ევანსონი იქნებიან.
კოლფერმა აღნიშნა:
ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ იმ ძლიერი გუნდის ნაწილი ვარ, რომელსაც „Artemis Fowl“-ის ანიმაცია ეკრანზე გადააქვს.
სერიის პირველი წიგნი 2001 წელს გამოვიდა, რასაც 2021 წლამდე კიდევ ათი რომანი მოჰყვა. ფენტეზის სერია მსოფლიოში 35 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა და 48 ენაზე ითარგმნა. მანამდე, 2020 წელს, Disney+-ზე „Artemis Fowl“-ის მხატვრული ფილმი გამოვიდა. მან უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა და კომპანიამ ის პლატფორმიდან 2023 წელს წაშალა.
