Apple TV-მ მძაფრი კონკურენციის პირობებში მეი კობის რომანის, „All the Little Houses“-ის სატელევიზიო ადაპტაციის უფლებები მოიპოვა. როგორც Deadline-ი წერს, სტრიმინგ პლატფორმა წიგნის მიხედვით დრამატული სერიალის შექმნას გეგმავს.
სატელევიზიო პროექტის თანაავტორი თავად მეი კობი იქნება. მასთან ერთად სერიალზე მწერალი ნაომი შელდონი იმუშავებს, რომელიც ამავდროულად პროექტის სცენარისტიცაა. სერიალის მწარმოებელი სტუდია Fifth Season-ია, აღმასრულებელ პროდიუსერებად კი კრისტენ კამპოს Campout Productions-ი და Linden Entertainment-ი იმუშავებენ.
მეი კობმა რომანი „All the Little Houses“ იანვარში გამოსცა. წიგნის გაგრძელება, სახელწოდებით „All the Little Secrets“, 17 ნოემბერს გამოვა. გარდა ამისა, 26 ნოემბერს ეკრანებზე ბრუნდება ავტორის კიდევ ერთი ნაწარმოების, „The Hunting Wives“-ის სატელევიზიო ეკრანიზაციის მეორე სეზონი.
