PEN-ინგე ფელტრინელის ჯილდოს – „წერა როგორც წინააღმდეგობა“ (PEN-Inge Feltrinelli Writing as Resistance Award) – პირველი მოკლე სია გამოქვეყნდა. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, საერთაშორისო PEN-მა და გამომცემლობა Feltrinelli-მ ფინალისტებად რვა მწერალი და ოთხი ერიტრეელი ავტორისგან შემდგარი კოლექტივი დაასახელეს.
ინდივიდუალურ ნომინანტებს შორის არიან აზიზ ისა ელქუნი, სამაი ჰამედი, ჯოკონდა ბელი, მიგელ ანხელ ოხლახ კუმესი, ანდრეი კურკოვი, იავუზ ექინჯი, ზუკისვა ვანერი და ლეილა გერიერო.
ერიტრეის კოლექტიური ნომინაცია საპატიმროში მყოფ ოთხ მწერალს – ამანუელ ასრატს, დავით ისააკს, იდრის საიდსა და ფესეჰაიე იოჰანესს – აერთიანებს. ისინი 2001 წლის სექტემბერში დააკავეს და წელს 25 წელი შესრულდა, რაც გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, იზოლაციაში იმყოფებიან.
ეს ლიტერატურული ჯილდო ფოტოჟურნალისტისა და გამომცემლის, ინგე ფელტრინელის ხსოვნას ეძღვნება. პირველი გამარჯვებულის ვინაობა ნოემბერში, BookCity Milano-ზე გამოცხადდება.
