ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა ნაწარმოებების ეკრანიზაციაც მზადდება
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
რა წავიკითხო?ეკრანიზაციები

ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა ნაწარმოებების ეკრანიზაციაც მზადდება

რამდენიმე ცნობილი წიგნისა და კომიქსის ეკრანიზაციაზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა. სიახლეები ჯეინ ოსტინის, მიკ ჰერონის, ჯიმ სმითისა და სხვა ავტორების ნაწარმოებებს ეხება.

განახლების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა ნაწარმოებების ეკრანიზაციაც მზადდება
ილუსტრაცია: AI
გაზიარება
Highlights
  • ჯეინ ოსტინის, მიკ ჰერონისა და დენიელ პინკუოტერის ჩათვლით, ექვსი ნაწარმოების ეკრანიზაცია მზადდება.
  • „Slow Horses“-ის მეშვიდე სეზონში როლს მერაბ ნინიძე შეასრულებს, პროექტი კი მერვე სეზონისთვისაც განახლდა.
  • დენიელ პინკუოტერის „Lizard Music“-ის ეკრანიზაცია კინოთეატრებში 2027 წლის 25 დეკემბერს გამოვა.

რამდენიმე ცნობილი წიგნისა და კომიქსის ეკრანიზაციაზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა. როგორც გამოცემები Deadline-ი, Variety და The Hollywood Reporter-ი წერენ, სიახლეები ისეთ ავტორებს ეხება, როგორიცაა ჯეინ ოსტინი, მიკ ჰერონი და დენიელ პინკუოტერი.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

„გრძნობა და გონება“ (Sense and Sensibility) – ჯეინ ოსტინი

ოსტინის ცნობილი რომანის ახალი კინოადაპტაცია, რომლის რეჟისორიც ჯორჯია ოუკლია, კინოთეატრებში წელს გამოვიდა. Working Title-ის მხატვრულ ფილმში მთავარ როლებს დეიზი ედგარ-ჯოუნსი და ესმე კრიდ-მაილზი ასრულებენ. პროექტის სცენარისტმა დიანა რეიდმა ავტორის შემოქმედებაზე საუბრისას აღნიშნა:

დიდი ხელოვნება მუდმივად ექვემდებარება ადაპტაციას. ვფიქრობ, ჯეინ ოსტინმა მიაღწია იმ საფეხურს, სადაც ის თითქმის შექსპირს უტოლდება.

„Bad Actors“ – მიკ ჰერონი

ჰერონის ამ რომანის ეკრანიზაციაზე რეჟისორი რობერტ მაკკილოპი მუშაობს, სცენარი კი ბენ ვანსტოუნმა მოამზადა. წიგნი სტრიმინგ პლატფორმა Apple TV-ის სერიალ „Slow Horses“-ის მეშვიდე სეზონის საფუძველია. ახალ ეპიზოდებში როლებს ვარადა სეთუ, ითან მურჰაუსი, ტაპენს მიდლტონი, მერაბ ნინიძე და ჯოშუა მაკგუაირი შეასრულებენ. ამასთანავე, სერიალი მერვე სეზონისთვისაც განახლდა, რომელიც მწერლის „სლაუ ჰაუსის“ ციკლის მეცხრე რომანს, „Clown Town“-ს დაეფუძნება.

ბუკტოკი გირჩევთ

ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
3 ნოემბერი, 2026
ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები: თიენძინის სასამართლომ დავა მოაგვარა
ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები: თიენძინის სასამართლომ დავა მოაგვარა
3 ნოემბერი, 2026
იტალიაში კომიქსების გაყიდვები 14,9%-ით გაიზარდა
იტალიაში კომიქსების გაყიდვები 14,9%-ით გაიზარდა
3 ნოემბერი, 2026

„Barry Loser“ – ჯიმ სმითი

სმითის საბავშვო წიგნების სერიის მიხედვით 52-ეპიზოდიანი ორგანზომილებიანი ანიმაციური სერიალი იქმნება, რომელზეც Big Little Fish Television-ი და Rain Frog-ი მუშაობენ. ნამუშევარი ბრიტანეთში პლატფორმა ITVX Kids-მა შეიძინა, ანიმაციას კი ფლორენციაში მოქმედი DogHead Animation-ი შექმნის. პროდიუსერები დაფინანსების მოზიდვის დასრულებას 2027 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის გეგმავენ. სერიალის წარმოება ოფიციალურად იმავე წლის მეორე კვარტალის დასაწყისში დაიწყება.

„Afterlife with Archie“ – რობერტო აგირე-საკასა და ფრანჩესკო ფრანკავილა

ავტორთა ეს ბესტსელერი კომიქსი ქალაქ რივერდეილის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თინეიჯერი ჯადოქრის ჩაშლილი ზებუნებრივი შელოცვის შემდეგ ზომბი-აპოკალიფსი დაატყდება თავს. Disney+-ის სატელევიზიო სერიალის წარმოება ივლისში დამტკიცდა, მისი პრემიერა კი 2027 წლის ჰელოუინზე შედგება. პროექტის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ალფონსო გომეს-რეხონმა საპილოტე და მეორე ეპიზოდის რეჟისორობაც ითავა.

„Lizard Music“ – დენიელ პინკუოტერი

პინკუოტერის ამ რომანის ეკრანიზაცია მხატვრული კინოსა და კომპიუტერული გრაფიკის ჰიბრიდულ ფილმად გადაიქცევა, რომლის რეჟისორი და სცენარისტიც ბენი საფდია. სიუჟეტის ცენტრშია ბიჭი, რომელიც მუსიკოს ხვლიკებს აღმოაჩენს, შემდეგ კი ჩიკენ მენსა (რომლის როლსაც დუეინ ჯონსონი ასრულებს) და მის 111 წლის ქათამთან ერთიანდება. Amazon MGM Studios-მა ფილმის კინოთეატრებში ჩვენება 2027 წლის 25 დეკემბერს დაგეგმა.

„D’Orc“ – ბრეტ ბინი

ბინის ფენტეზის ჟანრის კომიქსების სერიის მიხედვით, რომელიც გამომცემლობა Image Comics-ში გამოდის, სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს გადაიღებენ. ეკრანიზაციის უფლებები კომპანია Sony Pictures-მა მოიპოვა. თავად ავტორი პროექტის სცენარის ადაპტაციაზე იმუშავებს.

გაიგე მეტი:ადაპტაციაეკრანიზაციაკომიქსებიმიკ ჰერონიჯეინ ოსტინი
წყარო:DeadlineVarietyDeadlineThe Hollywood ReporterThe Hollywood ReporterVariety
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?