ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: ეკრანამდე: ოთხი წიგნის ეკრანიზაცია, რომელზე მუშაობაც გადამწყვეტ ეტაპზეა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
რა წავიკითხო?ეკრანიზაციები

ეკრანამდე: ოთხი წიგნის ეკრანიზაცია, რომელზე მუშაობაც გადამწყვეტ ეტაპზეა

რამდენიმე ცნობილი წიგნის ეკრანიზაციაზე მუშაობა გადამწყვეტ ეტაპზე შევიდა. პროექტების გამოსვლის თარიღები, თრეილერები და სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
დენიელ კრეიგი კადრში ფილმიდან „ნარნიას ქრონიკები: ჯადოქრის დისწული“
დენიელ კრეიგი კადრში ფილმიდან „ნარნიას ქრონიკები: ჯადოქრის დისწული“. ფოტო: Netflix / Deadline
გაზიარება
Highlights
  • კ.ს. ლუისის, შირლი კონრანის, სარა ლივიტისა და კ.ლ. უოლთერის წიგნების ადაპტაციები მზადდება.
  • „The Magician's Nephew“-ის პირველმა თრეილერმა ერთ კვირაში 481 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
  • „The Magician's Nephew“ კინოთეატრებში 2027 წლის 12 თებერვალს, Netflix-ზე კი 2 აპრილს გამოვა.

რამდენიმე გახმაურებული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციაზე მუშაობა გადამწყვეტ ეტაპზე შევიდა. სხვადასხვა პროექტის გამოსვლის თარიღების, თრეილერების, სამსახიობო შემადგენლობის ცვლილებისა და ახალი შეთანხმებების შესახებ გამოცემები Variety და Deadline-ი წერენ.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

„Tangles: A Story About Alzheimer’s, My Mother and Me“ – სარა ლივიტი

ლივიტის გრაფიკული მემუარი იმ ოჯახის ემოციურ ამბავს აღწერს, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ გამოვლინებასთან გამკლავებას ცდილობს. ათწლიანი მუშაობის შემდეგ, წიგნის მიხედვით შექმნილი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი სადისტრიბუციოდ Independent Film Company-სა და Sapan Studio-ს გადაეცა, რომლებმაც პროექტის თრეილერიც გამოაქვეყნეს. შავ-თეთრ ანიმაციაში, რომლის სცენარიც ლია ნელსონმა, ტრევ რენიმ და თავად ავტორმა შექმნეს, პერსონაჟებს ები ჯეიკობსონი, ჯულია ლუი-დრეიფუსი, ბრაიან კრენსტონი, ბინი ფელდსტინი, სეთ როგენი და სამირა უაილი ახმოვანებენ. ფილმის ჩვენებები კინოთეატრებში მომავალ თვეში გაიმართება, რათა ნამუშევარმა კინოპრემიებზე წარდგენის კვალიფიკაცია მიიღოს.

„Savages“ – შირლი კონრანი

კონრანის 1987 წლის რომანის სიუჟეტი ოთხ ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც ჯუნგლებში გადარჩენისთვის იბრძვიან მას შემდეგ, რაც სამთო-მომპოვებელი კომპანიის ხელმძღვანელ ქმრებთან ერთად გამგზავრება სახიფათო ხდება. წიგნის მიხედვით Netflix-ი შვიდეპიზოდიან სერიალს, სახელწოდებით „Feral“, იღებს. პროექტს კომპანია Hera Pictures-ი აწარმოებს, სცენარის ავტორი ჯუდ მაკია, რეჟისორი კი – ემა ფრიმენი. სერიალის გადაღებები ავსტრალიაში მალე დაიწყება, სადაც სუზის როლს კვინტესა სვინდელის ნაცვლად ფილიპა ნორთისტი შეასრულებს, სხვა როლებში კი ჯესიკა განინგი (ენი), მიშელ დოკერი (ჯულია), ჟენევიევ ო’რაილი (სილვანა) და დოლი დე ლეონი (ელენა) გამოჩნდებიან.

ბუკტოკი გირჩევთ

ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
3 ნოემბერი, 2026
კადრი „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალიდან
„ჰარი პოტერის“ ახალი სერიალი ჯეიმზისა და ლილი პოტერების კანონიკურ ასაკს აღადგენს
3 ნოემბერი, 2026
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
3 ნოემბერი, 2026

„The Magician’s Nephew“ – კ.ს. ლუისი

ლუისის 1955 წლის ნაწარმოები ნარნიის შექმნის ამბავს ჰყვება და აჩვენებს, თუ როგორ გადაჰყავს ჯადოსნურ ბეჭდებს ბავშვები პარალელურ სამყაროებში. გრეტა გერვიგის ფილმის პირველმა თრეილერმა ინტერნეტში გამოჩენიდან ერთ კვირაში 481 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ფილმში მთავარ როლებს დეივიდ მაკკენა და ბიატრის კემპბელი ასრულებენ, რომლებიც დიგორი კერკისა და პოლი პლამერის სახეებს ქმნიან, მათთან ერთად კი მაყურებელი დენიელ კრეიგს, კერი მალიგანს, ემა მაკისა და მერილ სტრიპს (ასლანის როლში) იხილავს. ფილმი კინოგაქირავებაში 2027 წლის 12 თებერვალს გამოვა, სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზე კი 2027 წლის 2 აპრილს გამოჩნდება.

„The Summer of Broken Rules“ – კ.ლ. უოლთერი

უოლთერის ახალგაზრდული რომანი, რომელიც გამომცემლობა Sourcebooks Fire-მა 2021 წლის მაისში გამოსცა, მერედით ფოქსის ამბავს მოგვითხრობს. მთავარი გმირი მართას ვინიარდზე ყოველწლიური საოჯახო თამაშის დროს მძიმე დანაკარგთან გამკლავებას ცდილობს. წიგნის სრულმეტრაჟიან ადაპტაციაზე სტუდია Amazon MGM Studios-ი მუშაობს, სცენარს კი ლორენ ჰინეკი და ელიზაბეთ მარტინი წერენ. ფილმის პროდიუსერები სოფია სტალონეს კომპანია Common Era Projects და სილვესტერ სტალონესა და დ. მეტ გელერის Balboa Productions არის.

გაიგე მეტი:ეკრანიზაციაკ. ს. ლუისიკ.ლ. უოლთერინარნიასარა ლივიტიშირლი კონრანი
წყარო:DeadlineDeadlineVarietyVariety
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?