ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: „Wicker“: ეკრანებზე ოლივია კოლმანის ახალი ფენტეზი გამოვიდა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებიეკრანიზაციებისიახლეები

„Wicker“: ეკრანებზე ოლივია კოლმანის ახალი ფენტეზი გამოვიდა

ფენტეზის ჟანრის ფილმი „Wicker“, რომელშიც მთავარ როლებს ოლივია კოლმანი და ალექსანდერ სკარსგარდი ასრულებენ, ამერიკის კინოთეატრებში გამოვიდა. სურათი ურსულა უილსის მოთხრობას ეფუძნება.

განახლების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
ოლივია კოლმანი და ალექსანდერ სკარსგარდი ფილმში „Wicker“
ოლივია კოლმანი და ალექსანდერ სკარსგარდი ფილმში „Wicker“. ფოტო: Black Bear
გაზიარება
Highlights
  • Black Bear-მა ოლივია კოლმანისა და ალექსანდერ სკარსგარდის ფილმი „Wicker“ ეკრანებზე 23 ოქტომბერს გამოუშვა.
  • ურსულა უილსის გამოუქვეყნებელი მოთხრობის ეკრანიზაციაში პიტერ დინქლეიჯი და ელიზაბეთ დებიკიც მონაწილეობენ.

ურსულა უილსის გამოუქვეყნებელი მოთხრობის ეკრანიზაცია, ფენტეზის ჟანრის ფილმი „Wicker“, რომელშიც მთავარ როლებს ოლივია კოლმანი და ალექსანდერ სკარსგარდი ასრულებენ, ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში გამოვიდა. როგორც Deadline-ი იტყობინება, სადისტრიბუციო კომპანია Black Bear-მა ფილმი ამერიკულ ეკრანებზე 23 ოქტომბერს გამოუშვა, გაერთიანებულ სამეფოში კი პრემიერა 30 ოქტომბერს იგეგმება.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

პროდიუსერმა ჯასტინ ლოტროპმა ურსულა უილსის მოთხრობა „The Wicker Husband“ ინტერნეტში 2021 წელს აღმოაჩინა. იმავე წელს, კარანტინის პერიოდში, რეჟისორთა წყვილმა – ალექს ჰიუსტონ ფიშერმა და ელენორ უილსონმა – სცენარი ორ კვირაში დაწერა. იგავისებური სიუჟეტის ცენტრში საზოგადოებისგან გარიყული მეთევზე ქალია, რომელიც ადგილობრივ ოსტატს მოწნულ ქმარს შეუკვეთავს. კალათების დამამზადებლის როლს პიტერ დინქლეიჯი ასრულებს, მოწნულ ქმარს კი განასახიერებს სკარსგარდი, რომელსაც მინიმალური კომპიუტერული ეფექტების პარალელურად რეალური კოსტიუმი აცვია.

სამსახიობო გუნდში ასევე არიან ელიზაბეთ დებიკი, მარლი სუი და ნაბჰან რიზვანი. პროექტს კოლმანი თავის საპროდიუსერო კომპანია South Of The River Pictures-თან ერთად შეუერთდა, Votiv Films-სა და Yoki, Inc.-თან თანამშრომლობით, ხოლო ფილმის დაფინანსებაზე Topic Studios-მ და Tango-მ იზრუნეს. Black Bear-მა პროექტი ჯერ კიდევ 2023 წელს, ამერიკის კინობაზრობაზე წინასწარ გაყიდა. ძირითადი გადაღებები 2024 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე უნგრეთში მიმდინარეობდა, მსოფლიო პრემიერა კი წელს სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

ბუკტოკი გირჩევთ

ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
3 ნოემბერი, 2026
კადრი „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალიდან
„ჰარი პოტერის“ ახალი სერიალი ჯეიმზისა და ლილი პოტერების კანონიკურ ასაკს აღადგენს
3 ნოემბერი, 2026
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
3 ნოემბერი, 2026

საინტერესო დეტალებს გამოცემა Reactor (SFF)-ი წერს. რეჟისორები თავდაპირველად კოლმანს ეუბნებოდნენ, რომ ინტიმური სცენები წმინდა კომედიური ხასიათის იქნებოდა, თუმცა გადაღების პროცესში ყველაფერი ბევრად უფრო გრძნობადი აღმოჩნდა. გადასაღებ მოედანზე მსახიობებთან ინტიმური სცენების კოორდინატორი იტა ო’ბრაიენი მუშაობდა, რომელიც მოძრაობებს ცეკვის მსგავსად დგამდა. საძინებლის ერთ-ერთი ეპიზოდის რეპეტიციისა და გადაღების დროს საწოლი კოლმანისა და სკარსგარდის ქვეშ გატყდა კიდეც. პროექტში მონაწილეობის შესახებ ოლივია კოლმანმა აღნიშნა:

ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ, როცა ისეთ რამეს ვეცნობი, რაც ადრე არ წამიკითხავს.

გაიგე მეტი:Wickerალექსანდერ სკარსგარდიეკრანიზაციაოლივია კოლმანიურსულა უილსი
წყარო:DeadlineReactor (SFF)
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?