ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: „Elden Ring“-ის ეკრანიზაცია: ფილმის საერთაშორისო უფლებები Amazon-მა შეიძინა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებისიახლეები

„Elden Ring“-ის ეკრანიზაცია: ფილმის საერთაშორისო უფლებები Amazon-მა შეიძინა

„Elden Ring“-ის ეკრანიზაციის საერთაშორისო სტრიმინგის უფლებები Amazon MGM Studios-მა შეიძინა. ალექს გარლანდის ფილმის ბიუჯეტი 175–200 მილიონი დოლარია.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
„Elden Ring“-ის ეკრანიზაცია: ფილმის საერთაშორისო უფლებები Amazon-მა შეიძინა
ფოტო: Bandai Namco Entertainment Europe S.A.S
გაზიარება
Highlights
  • Amazon MGM Studios-მა სტუდია A24-ისგან „Elden Ring“-ის საერთაშორისო სტრიმინგის უფლებები შეიძინა.
  • 175–200 მილიონი დოლარის ბიუჯეტით ფილმი კინობაზრობებზე გატანილი ყველაზე ძვირი დამოუკიდებელი პროექტია.
  • ალექს გარლანდის ფილმის პრემიერა კინოთეატრებსა და Imax-ში 2028 წლის მარტში იგეგმება.

პოპულარული ვიდეოთამაშ „Elden Ring“-ის კინოადაპტაციის საერთაშორისო სტრიმინგის უფლებები მრავალმილიონიანი წინასწარი გარიგებით Amazon MGM Studios-მა შეიძინა. როგორც გამოცემა Deadline-ი წერს, დამოუკიდებელი სტუდია A24 ამ პროექტით American Film Market-ზე გადის. შეთანხმება რამდენიმე საერთაშორისო ტერიტორიას მოიცავს და ე.წ. pay-1 სტრიმინგის ფანჯარას ითვალისწინებს. ფილმის ბიუჯეტი 175–200 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მაჩვენებელია. ამასთან, „Elden Ring“-ის ეკრანიზაცია კინო- თუ სატელევიზიო ბაზრობაზე ოდესმე გატანილ დამოუკიდებელ პროექტებს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე სურათია.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

ფილმის წარმოება სრულად A24-მა დააფინანსა. ეპიკური მძაფრსიუჟეტიანი სურათის სცენარი ალექს გარლანდმა დაწერა და რეჟისორიც თავად არის. გადაღებები წელს ზაფხულში დასრულდა, ახლა კი პროექტი პოსტპროდუქციის ეტაპზეა, ვიზუალურ ეფექტებზე კი Industrial Light & Magic-ი მუშაობს. სურათის სცენარი, რომელიც ვიზუალურ ჩანართებთან ერთად სულ მცირე 180 გვერდისგან შედგება, პოტენციურ მყიდველებს განსაკუთრებული გასაიდუმლოების პირობებში წარუდგინეს. ფილმის პრემიერა კინოთეატრებსა და Imax-ში 2028 წლის მარტში იგეგმება.

„Elden Ring“-ის ეკრანიზაცია და ვარსკვლავური გუნდი

ფილმში მთავარ გმირს მსახიობი კიტ კონორი განასახიერებს. სამსახიობო შემადგენლობაში ასევე შედიან ბენ უიშო, კეილი სპენი, ტომ ბერკი, ჰავანა როუზ ლიუ, სონოია მიზუნო, ჯონათან პრაისი, რუბი კრუზი და ნიკ ოფერმანი. პროექტზე გამოცდილი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს: კოსტიუმების მხატვარია ჯენი ბივანი, გრიმისა და ვარცხნილობის დიზაინერი – პოლ გუჩი, დამდგმელი მხატვრები – მარკ დიგბი და მიშელ დეი, ხოლო დამდგმელი ოპერატორი – დეივიდ ჯ. ტომპსონი. ფილმის პროდიუსერები არიან პიტერ რაისი, ენდრიუ მაკდონალდი, ალონ რაიხი, ვინს ჯერარდისი და ჯორჯ რ. რ. მარტინი.

ბუკტოკი გირჩევთ

ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
3 ნოემბერი, 2026
კადრი „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალიდან
„ჰარი პოტერის“ ახალი სერიალი ჯეიმზისა და ლილი პოტერების კანონიკურ ასაკს აღადგენს
3 ნოემბერი, 2026
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
3 ნოემბერი, 2026

ორიგინალური ვიდეოთამაში Bandai Namco-მ 2022 წელს გამოუშვა. თამაში FromSoftware-მა რეჟისორ ჰიდეტაკა მიაძაკის ხელმძღვანელობით შექმნა, მისი სამყარო კი ფენტეზის ჟანრის ცნობილ მწერალ ჯორჯ რ. რ. მარტინთან თანამშრომლობით შეიქმნა. 2022 წლის შემდეგ ვიდეოთამაშის 30 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. მომავალში რეჟისორი ალექს გარლანდი და სტუდია A24 კიდევ ერთ პროექტს გეგმავენ: 2027 წელს ისინი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის გადაღებას აპირებენ, რომელშიც მთავარ როლს ზენდეია შეასრულებს.

გაიგე მეტი:A24Amazon MGM StudiosElden Ringალექს გარლანდიეკრანიზაციაჯორჯ რ. რ. მარტინი
წყარო:Deadline
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?