ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: უკრაინელი გამომცემლების დასახმარებლად საერთაშორისო ინიციატივები ამოქმედდა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებისიახლეები

უკრაინელი გამომცემლების დასახმარებლად საერთაშორისო ინიციატივები ამოქმედდა

რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინაში რვა მილიონზე მეტი წიგნი განადგურდა. საერთაშორისო პარტნიორები უკრაინელი გამომცემლების დასახმარებლად პროგრამებს აფართოებენ.

განახლების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
KSE ფონდის ლოგო
KSE ფონდის ლოგო. ფოტო: IPA
გაზიარება

უკრაინულ გამომცემლობებზე, სტამბებსა და საწყობებზე რუსულ თავდასხმებს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, რვა მილიონზე მეტი წიგნი კი განადგურდა. როგორც გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია (IPA) იტყობინება, ორგანიზაციამ მხარდაჭერისა და დაფინანსების არაერთი პროგრამა გააერთიანა, რათა ომის პირობებში უკრაინელმა გამომცემლებმა საქმიანობის გაგრძელება შეძლონ.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

ადგილობრივი გამომცემლობების დასახმარებლად უკრაინის კულტურის სამინისტრომ, KSE-ის ფონდმა, უკრაინის წიგნის ინსტიტუტმა და „წიგნის არსენალმა“ მცირე საგამომცემლო სახლებისთვის საგრანტო პროგრამა შეიმუშავა. ახალი ინიციატივა მცირე საწარმოებს უწყვეტი მუშაობის შენარჩუნებასა და ომით გამოწვეული შეფერხებებისადმი მდგრადობის გაზრდაში დაეხმარება.

ამავე მიზნით საერთაშორისო საგამომცემლო ინდუსტრიამ სოლიდარობის რამდენიმე პროექტი წარადგინა. უნივერსიტეტების გამომცემლობათა ასოციაციამ უკრაინელი კოლეგების დასახმარებლად კრაუდფანდინგის ინიციატივა შექმნა, გერმანული Börsenverein des Deutschen Buchhandels-ი სპეციალური სოლიდარობის პროგრამას ახორციელებს, ევროპელ გამომცემელთა ფედერაცია (FEP) კი პროექტ „Tales of EUkraine“-ის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ბუკტოკი გირჩევთ

გამომცემლობამ „რაციომ“ 4,5 მილიონი ჰრივნიის ზარალი განიცადა და შვიდი წიგნის ტირაჟი დაკარგა
გამომცემლობა „რაციომ“ 4,5 მილიონი ჰრივნიის ზარალი განიცადა და შვიდი წიგნის ტირაჟი დაკარგა
4 ნოემბერი, 2026
შვედეთის წიგნის ბაზარი მესამე კვარტალში 3,7%-ით გაიზარდა
შვედეთის წიგნის ბაზარი მესამე კვარტალში 3,7%-ით გაიზარდა
4 ნოემბერი, 2026
უკრაინაში აკრძალული ანტიუკრაინული წიგნების სია 719 დასახელებამდე გაიზარდა
უკრაინაში აკრძალული ანტიუკრაინული წიგნების სია 719 დასახელებამდე გაიზარდა
3 ნოემბერი, 2026

დახმარება უკრაინელი გამომცემლების გადასარჩენად

საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრისას ჯესიკა ზენგერმა აღნიშნა:

უკრაინულ წიგნებზე ეს თავდასხმები უკრაინული კულტურის განადგურების საზიზღარი მცდელობის ნაწილია.

უკრაინის გამომცემელთა ასოციაციამ გლობალურ პარტნიორებს მოუწოდა, კულტურის განადგურების საკითხი წიგნის ბაზრობების, ინდუსტრიული ფორუმებისა და IPA-ს ღონისძიებების დღის წესრიგში დატოვონ. ორგანიზაცია საერთაშორისო საგანგებო მექანიზმების შექმნასაც ითხოვს, რათა დანგრეული სტამბები აღდგეს და სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა არ შეწყდეს. გარდა ამისა, ასოციაცია ითხოვს ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევას ფონდების მოსაძიებლად და დაზარალებული გამომცემლების, მწერლების, მესტამბეების, სკოლებისა და ბიბლიოთეკების ინტერესების დასაცავად.

უკრაინის წიგნის ინსტიტუტი კი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რუსულ სტრუქტურებთან ყოველგვარი თანამშრომლობის შეწყვეტასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე იერიშების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მოითხოვს. ინსტიტუტმა უცხოურ საზოგადოებას პირდაპირ უკრაინულ გამომცემლობებთან პარტნიორობისა და სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციებისა თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საგამომცემლო სექტორის წინაშე არსებულ ვითარებაზე 30 სექტემბერს ლვივის წიგნის ფორუმზე გამოსვლისას IPA-ს პრეზიდენტმა გვანცა ჯობავამაც ყურადღება გაამახვილა.

გაიგე მეტი:გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაგვანცა ჯობავასაგამომცემლო სექტორიუკრაინაწიგნები
წყარო:International Publishers Association (IPA)
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?