ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: ეგვიპტის სასამართლომ Mada Masr-ი დახურა, რედაქტორი ლინა ათალა კი დააჯარიმა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებისიახლეები

ეგვიპტის სასამართლომ Mada Masr-ი დახურა, რედაქტორი ლინა ათალა კი დააჯარიმა

ეგვიპტის სასამართლომ დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა Mada Masr-ი დახურა და მის მთავარ რედაქტორს მაქსიმალური ჯარიმა დააკისრა. ლინა ათალა სხდომათა დარბაზიდანვე დააკავეს.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
ლინა ათალა გამოსვლისას
ლინა ათალა გამოსვლისას. ფოტო: Credit: Wikkicommons
გაზიარება
Highlights
  • 27 ოქტომბერს სასამართლომ Mada Masr-ი დახურა და ლინა ათალას სამი მილიონი ეგვიპტური ფუნტი დააკისრა.
  • ეს ბოლო ექვს წელიწადში ათალასა და Mada Masr-ის წინააღმდეგ დაწყებული სულ მცირე მეექვსე სამართლებრივი დევნაა.
  • ლინა ათალას ერთწლიანი პატიმრობის საქმეზე სააპელაციო სხდომა 11 ნოემბერს არის დანიშნული.

ახალი კაიროს სასამართლომ 27 ოქტომბერს დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა Mada Masr-ის დაუყოვნებლივ დახურვა და მისი მთელი საოფისე ტექნიკის კონფისკაცია დაადგინა. ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ გამოცემის მთავარ რედაქტორ ლინა ათალას ულიცენზიო ვებგვერდის მართვაში დასდო ბრალი და მაქსიმალური ჯარიმა – სამი მილიონი ეგვიპტური ფუნტი – დააკისრა. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია PEN International-ი, გამოცემა ActuaLitté-ი და ჩიტომო იუწყებიან.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

განაჩენის გამოცხადების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ლინა ათალა პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან წაიყვანეს და შვიდ საათზე მეტხანს გაურკვეველ ადგილას ჰყავდათ დაკავებული. ჟურნალისტი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც Mada Masr-მა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. თუმცა გათავისუფლების პროცედურებისას გაირკვა, რომ ათალას ჯერ კიდევ 2024 წელს დაუსწრებლად ერთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი „ცრუ ცნობების გავრცელებისა“ და უნებართვო საიტის ფუნქციონირების ბრალდებით. დაცვის მხარემ ეს განაჩენი გაასაჩივრა, სააპელაციო სხდომა კი 11 ნოემბერს არის დანიშნული.

Mada Masr-ი და ლინა ათალა სისტემური წნეხის ქვეშ

სასამართლო პროცესი არსებითი დარღვევებით წარიმართა: მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დოკუმენტების წარდგენასა და მოწმეთა დაკითხვაზე უარყო. დარბაზში რვა კერძო ადვოკატის ყოფნის მიუხედავად, სასამართლომ რედაქტორს დაუკითხავად დაუნიშნა სახელმწიფო დამცველი. მანამდე, 21 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესმა პროკურატურამ ათალა ექვსი საათის განმავლობაში დაკითხა ციხეში მიმდინარე პროტესტების გაშუქებისა და საიტის ლიცენზიის საკითხზე, რის შემდეგაც იგი 100 000 ეგვიპტური ფუნტის გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს, 22 ოქტომბერს კი საქმე სასამართლოს გადასცეს.

ბუკტოკი გირჩევთ

IPA-მ ფრანკფურტში გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ახალი ჯილდო დააარსა | ფოტო: Holger Menzel
IPA-მ ფრანკფურტში გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ახალი ჯილდო დააარსა
31 ოქტომბერი, 2025

Mada Masr-ი 2013 წელს დაფუძნდა და საგამოძიებო მასალებს არაბულსა და ინგლისურ ენებზე აქვეყნებს. გამოცემის ვებგვერდი ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაბლოკილია. მედიაპლატფორმამ რეგისტრაციის განაცხადი 2018, 2020 და 2023 წელს წარადგინა, მაგრამ ხელისუფლებამ მოთხოვნები უპასუხოდ დატოვა ან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარყო. ეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ათალასა და რედაქციის წინააღმდეგ დაწყებული სულ მცირე მეექვსე სამართლებრივი დევნაა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Human Rights Watch-მა, Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა. PEN International-ის პრეზიდენტმა ბურჰან სონმეზმა აღნიშნა:

კიდევ ერთხელ ცდილობს ეგვიპტის ხელისუფლება, დაადუმოსა და დასაჯოს დამოუკიდებელი და გაბედული ჟურნალისტები თავიანთი მოვალეობის შესრულების გამო.

სამართლებრივი პრობლემებისა და საზღვარგარეთ გამგზავრების გაურკვეველი სტატუსის გამო გაუქმდა მასტერკლასიც, რომელიც ათალას მარსელში, ფესტივალზე „ავეროესის ახალი შეხვედრები“ (Nouvelles Rencontres d’Averroès) ტუნისელ ჟურნალისტ ჰაითემ ელ-მექისთან ერთად უნდა ჩაეტარებინა.

გაიგე მეტი:Mada MasrPen Internationalეგვიპტელინა ათალამედიის თავისუფლება
წყარო:PEN InternationalЧитомоPEN InternationalActuaLitté
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?