სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: მედისის პრემია ფილიპ ვასემ მოიპოვა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
ლიტერატურული ჯილდოებიინდუსტრია

მედისის პრემია ფილიპ ვასემ მოიპოვა

საფრანგეთში მედისის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ. მთავარი ჯილდო ფილიპ ვასეს რომანს ერგო.

განახლების თარიღი: 11 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
მედისის პრემია ფილიპ ვასემ მოიპოვა
ფოტო: Instagram | lire.magazine
გაზიარება
Highlights
  • ფილიპ ვასეს რომანმა „Dans les grandes lignes“ მედისის პრემია ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ მოიპოვა.
  • ევა ბალტასარის გამარჯვებით უცხოური რომანის კატეგორიაში პირველად გაიმარჯვა კატალონიურენოვანმა წიგნმა.
  • ესეს ნომინაციაში პრემია ჟან-ბატისტ დელ ამოს, ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი რიჩარდ ზენითს ერგო.

მედისის პრემია (Prix Médicis) ფრანგ მწერალსა და ჟურნალისტ ფილიპ ვასეს გადაეცა რომანისთვის „Dans les grandes lignes“. ჟიურიმ გადაწყვეტილება 2 ნოემბერს პარიზში, რესტორან La Méditerranée-ში გამოაცხადა. ამის შესახებ ActuaLitté, Читомо და Edebiyat Haber-ი წერენ. გამომცემლობა Flammarion-ში გამოსული წიგნისთვის მიღებული პრემია 54 წლის ავტორის კარიერაში პირველი დიდი ლიტერატურული ჯილდოა.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

„Dans les grandes lignes“ საფრანგეთის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გასწვრივ ორწლიან ფეხით მოგზაურობას აღწერს, რომელიც პარიზის შემოგარენიდან დაიწყო. კენჭისყრის ფინალურ ეტაპზე ვასემ ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ ლიუსი რიკოს რომანს, „Mais que fait ce sang sur le pull de Jennifer?“-ს, სძლია. მანამდე კი ხუთ სხვა ფინალისტ ქალს აჯობა, რომელთა შორის იყვნენ ლიუსი ბერარი, ან გოდარი, ემა მარსანტესი, დარია მარქსი და სარა ტადლაუი.

ჟიურის თავმჯდომარე პასკალ როზმა გამარჯვებულ წიგნზე აღნიშნა:

ბუკტოკი გირჩევთ

ჯოზეფ კონრადის პრემიის ლაურეატი მიროსლავ ლაიუკი
ჯოზეფ კონრადის პრემიის ლაურეატი მიროსლავ ლაიუკი გახდა
15 ნოემბერი, 2026
ხოსეფინა ლისიტრა რომანისთვის „Crac“ სორ ხუანას პრემიის ლაურეატი გახდა
ხოსეფინა ლისიტრა რომანისთვის „Crac“ სორ ხუანას პრემიის ლაურეატი გახდა
9 ნოემბერი, 2026
ედმუნდ რიჩარდსონმა ალექსანდრე მაკედონელის ბიოგრაფიით ბეილი გიფორდის პრემია მოიპოვა
ედმუნდ რიჩარდსონმა ალექსანდრე მაკედონელის ბიოგრაფიით ბეილი გიფორდის პრემია მოიპოვა
7 ნოემბერი, 2026

ნაწარმოები მომხიბვლელი, კონკრეტული, გეოგრაფიული, მეცნიერული, სახალისო და პოეტურია.

მედისის პრემია უცხოური რომანისა და ესეს კატეგორიებში

მედისის უცხოური პრემია (Prix Médicis étranger) ესპანელ მწერალ ევა ბალტასარს ერგო რომანისთვის „Déclin et fascination“, რომელიც გამომცემლობა Verdier-მა გამოსცა და ფრანგულად ენი ბატსმა თარგმნა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უცხოური რომანის კატეგორიაში კატალონიურ ენაზე დაწერილმა ნაწარმოებმა გაიმარჯვა. გასულ წელს ეს ჯილდო ნინა ალანს გადაეცა რომანისთვის „Les Bons Voisins“, 2022 წელს კი გამარჯვებული უკრაინელი ავტორი ანდრი კურკოვი გახდა წიგნით „Grey Bees“.

ესეს ნომინაციაში ჟან-ბატისტ დელ ამომ გაიმარჯვა წიგნით „Une éclaircie“, რომელიც გამომცემლობა Stock-ის სერიაში გამოვიდა. ჟიურის სპეციალური პრემია რიჩარდ ზენითს მიენიჭა ფერნანდო პესოას ბიოგრაფიისთვის „Pessoa, l’œuvre-vie“, რომელიც ფრანგულად ნიკოლა რიშარმა თარგმნა.

მედისის პრემია 1958 წელს გალა ბარბიზანმა და ჟან-პიერ ჟიროდუმ დააფუძნეს ექსპერიმენტული ლიტერატურული ნაწარმოებების წასახალისებლად. ფრანგული რომანის კატეგორიაში ვასეს წინამორბედი ემანუელ კარერი იყო, რომელმაც 2025 წელს რომანით „Kolkhoze“ გაიმარჯვა. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ მარიან ალფანი, მიშელ ბროდო, მარი დარიოსეკი, დომინიკ ფერნანდესი, ან ფ. გარეტა, პატრიკ გრენვილი, ანდრეი მაკინი და ალენ ვენშტეინი.

გაიგე მეტი:ევა ბალტასარილიტერატურული პრემიებიმედისის პრემიაფილიპ ვასეფრანგული ლიტერატურა
წყარო:Edebiyat HaberActuaLittéЧитомо
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
დაუმორჩილებლობის ევანგელე: „ფავნის ლაბირინთი“

დაუმორჩილებლობის ევანგელე: „ფავნის ლაბირინთი“

5 ქულა 5-დანᲨᲔᲓᲔᲕᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?