სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: მიშელ ობამასა და დოლი პარტონის აუდიოწიგნები გრემის ჯილდოზე წარადგინეს
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
ლიტერატურული ჯილდოებიინდუსტრია

მიშელ ობამასა და დოლი პარტონის აუდიოწიგნები გრემის ჯილდოზე წარადგინეს

მიშელ ობამასა და დოლი პარტონის აუდიოწიგნები 2027 წლის გრემის ჯილდოზე საუკეთესო აუდიოჩანაწერის კატეგორიაში წარადგინეს. გამარჯვებულები 2027 წლის თებერვალში გამოვლინდებიან.

განახლების თარიღი: 17 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
მიშელ ობამასა და დოლი პარტონის აუდიოწიგნები გრემის ჯილდოზე წარადგინეს
ფოტო: The Look by Michelle Obama
გაზიარება
Highlights
  • მიშელ ობამას „The Look“ და დოლი პარტონის „Star of the Show“ 2027 წლის გრემის ჯილდოზე წარადგინეს.
  • ობამასთვის ეს გრემის მესამე ნომინაციაა, ხოლო პარტონმა მუსიკალურ პრემიაზე 58-ე ნომინაცია მოიპოვა.

მიშელ ობამასა და დოლი პარტონის აუდიოწიგნები 2027 წლის გრემის ჯილდოზე (Grammy Award) საუკეთესო აუდიოწიგნის, თხრობისა და ამბის გადმოცემის ჩანაწერის კატეგორიაში წარადგინეს. საგამომცემლო კომპანია Penguin Random House-ის ცნობით, ხმის ჩამწერმა აკადემიამ (Recording Academy) ნომინანტების სია 16 ნოემბერს გამოაცხადა. 69-ე ყოველწლიური დაჯილდოების საზეიმო ცერემონია პირდაპირ ეთერში ლოს-ანჯელესიდან 2027 წლის 7 თებერვალს გადაიცემა.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

ორივე ნომინირებული აუდიოჩანაწერი გამომცემლობა Penguin Random House Audio-მ გამოუშვა. პროექტების პროდიუსერი გრემის ოთხგზის მფლობელი დენ ზიტია. საგამომცემლო სახლის აუდიომიმართულებისთვის ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა: Penguin Random House Audio-ს გამოცემებს დღემდე 58 ნომინაციიდან გრემის 19 ჯილდო აქვს მოპოვებული.

მიშელ ობამას აუდიოწიგნზე „The Look“ დენ ზიტთან ერთად პროდიუსერად სკოტ კრესველიც მუშაობდა, ხოლო ნაშრომის ბეჭდური ვერსია გამომცემლობა Crown-მა გამოსცა. აუდიოჩანაწერში ყოფილ პირველ ლედისთან ერთად მონაწილეობენ სტილისტი მერედით კუპი, ვიზაჟისტი კარლ რეი, თმის სტილისტები – იენე დამტეუ, ჯონი რაიტი და ნჯერი რადვეი, ასევე მოდის რამდენიმე დიზაინერი. ობამასთვის ეს გრემის მესამე ნომინაციაა. მანამდე მან ჯილდო ორჯერ მოიპოვა აუდიოწიგნებისთვის „Becoming“ და „The Light We Carry“.

ბუკტოკი გირჩევთ

Argon Verlag-მა ხელოვნური ინტელექტით შემოკლებული აუდიოწიგნები გამოსცა
Argon Verlag-მა ხელოვნური ინტელექტით შემოკლებული აუდიოწიგნები გამოსცა
22 ნოემბერი, 2026
Libro.fm-მა წლის აუდიოწიგნების ათეული გამოავლინა
Libro.fm-მა წლის აუდიოწიგნების ათეული გამოავლინა
20 ნოემბერი, 2026
შვედეთის მარეგულირებელმა Nextory-ის შესყიდვის სიღრმისეული მოკვლევა დაიწყო
შვედეთის მარეგულირებელმა Nextory-ის შესყიდვის სიღრმისეული მოკვლევა დაიწყო
13 ნოემბერი, 2026

დოლი პარტონის აუდიოწიგნი „Star of the Show“, რომლის ბეჭდური ვარიანტი გამომცემლობა Ten Speed Press-მა გამოსცა, 50-ზე მეტ სიმღერას, საარქივო მასალასა და თაყვანისმცემელთა ამბებს აერთიანებს, რომლებიც საგანგებოდ ამ აუდიოვერსიისთვის ჩაიწერა.

ეს წარდგენა დოლი პარტონის კარიერაში გრემის 58-ე ნომინაციაა. გარდა საუკეთესო აუდიოწიგნის კატეგორიისა, შემსრულებელმა 2027 წლის დაჯილდოებაზე კიდევ ორი ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო ქანთრი დუეტის ან ჯგუფური შესრულების კატეგორიაში (Best Country Duo/Group Performance). გამარჯვებულთა ვინაობა ლოს-ანჯელესში 2027 წლის 7 თებერვალს გაირკვევა.

გაიგე მეტი:Penguin Random Houseაუდიოწიგნებიგრემის ჯილდოდოლი პარტონიმიშელ ობამა
წყარო:Penguin Random House
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?