ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: HBO-მ „ჰარი პოტერის“ მეორე სეზონის მსახიობები და თანაშოურანერი დაასახელა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებიეკრანიზაციებისიახლეები

HBO-მ „ჰარი პოტერის“ მეორე სეზონის მსახიობები და თანაშოურანერი დაასახელა

„ჰარი პოტერის“ სერიალის მეორე სეზონის სამზადისი პირველი სეზონის გამოსვლამდე დაჩქარდა. HBO-მ მეორე სეზონისთვის სამსახიობო შემადგენლობა და თანაშოურანერი დაამტკიცა.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
რუარი სპუნერი, კეთრინ პარკინსონი, ალასტერ სტაუტი, ტრისტან და გაბრიელ ჰარლანდები „ჰარი პოტერის“ გადასაღებ მოედანზე
რუარი სპუნერი, კეთრინ პარკინსონი, ალასტერ სტაუტი, ტრისტან და გაბრიელ ჰარლანდები „ჰარი პოტერის“ გადასაღებ მოედანზე. ფოტო: HBO / Deadline
გაზიარება
Highlights
  • ჯონ ბრაუნი ფრანჩესკა გარდინერთან ერთად სერიალის თანაშოურანერად დაწინაურდა.
  • გილდეროი ლოკჰარტს კიტ ჰარინგტონი განასახიერებს, ელფ დობის კი ლენი რაში ითამაშებს.
  • „ჰარი პოტერის“ პირველი სეზონი შობის დღეს გამოვა, მეორის გადაღება კი შემოდგომაზე დაიწყება.

„ჰარი პოტერის“ სერიალის მეორე სეზონის წარმოება პირველი სეზონის გამოსვლამდე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. როგორც Deadline-ი წერს, HBO-მ პროექტის თანაშოურანერად ფრანჩესკა გარდინერთან ერთად ჯონ ბრაუნი დააწინაურა. ამასთანავე, არხმა ჯ.კ. როულინგის მეორე რომანის, „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის“ (Harry Potter and the Chamber of Secrets) ადაპტაციისთვის სამსახიობო შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააფართოვა. პირველი სეზონის პრემიერა წელს, შობის დღეს გაიმართება, მეორე სეზონის გადაღებების დაწყებას კი შემოქმედებითი გუნდი შემოდგომაზე, მის სატელევიზიო დებიუტამდე გეგმავს.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

მეორე სეზონის სამსახიობო გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და გადაადგილება მოხდა. გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო პროექტი მსახიობმა გრეისი კოკრანმა დატოვა, რის გამოც ჯინი უიზლის როლს ახალ სეზონში ბონი ჰილი შეასრულებს. პროფესორ გილდეროი ლოკჰარტის პერსონაჟს კიტ ჰარინგტონი მოირგებს მას შემდეგ, რაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო როლზე უარი ნიკოლას ჰოლტმა თქვა.

მსახიობთა დასს კიდევ არაერთი საკვანძო პერსონაჟი შეემატა. მეორე სეზონში სახლის ელფ დობის ლენი რაში განასახიერებს, ხოლო ლორდ ვოლდემორის ახალგაზრდობის ვერსიას, ტომ რიდლს, ბილი ბარეტი ითამაშებს. მტირალა მირტლის როლს მაყურებლის წინაშე მოლი ჰიუიტ-რიჩარდსი შეასრულებს, ართურ უიზლის – რეიფ სპოლი, კოლინ კრივის კი – ჯასპერ ემბროუზი. გარდა ამისა, ჩარლი უიზლის როლზე ჰარი გილბი დამტკიცდა, ხოლო ჯასპერ ტალბოტი და ჰანა ჩინი ჯეიმზ და ლილი პოტერების როლებს შეასრულებენ.

ბუკტოკი გირჩევთ

ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
3 ნოემბერი, 2026
კადრი „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალიდან
„ჰარი პოტერის“ ახალი სერიალი ჯეიმზისა და ლილი პოტერების კანონიკურ ასაკს აღადგენს
3 ნოემბერი, 2026
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
3 ნოემბერი, 2026

როგორ ვითარდება „ჰარი პოტერის“ სერიალი

ახალი სატელევიზიო ადაპტაცია იმგვარად არის ჩაფიქრებული, რომ ყოველ სეზონში ჯ.კ. როულინგის თითო წიგნის ეკრანიზაცია მოხდეს, თუმცა მესამე სეზონი ოფიციალურად ჯერ არ განუახლებიათ. სერიალს HBO კომპანიებთან Brontë Film and TV-სა და Warner Bros. Television-თან პარტნიორობით ამზადებს. რამდენიმე ეპიზოდის რეჟისორი მარკ მაილოდია, რომელიც ფრანჩესკა გარდინერთან ერთად პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერის მოვალეობასაც ასრულებს. აღმასრულებელ პროდიუსერთა შორის ასევე არიან თავად ჯ.კ. როულინგი, ნილ ბლერი, რუთ კენლი-ლეტსი და დეივიდ ჰეიმანი. სერიალი HBO-ს არხზე გავა და ექსკლუზიურად სტრიმინგ პლატფორმა HBO Max-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

სეზონებს შორის მოსალოდნელ ინტერვალზე კეისი ბლოისმა განაცხადა:

სეზონებს შორის ორწლიანი შუალედი არ იქნება, ყველანაირად ვცდილობთ, დრო მაქსიმალურად შევამციროთ.

გაიგე მეტი:HBOეკრანიზაციაჯ.კ. როულინგიჰარი პოტერიჰარი პოტერის სერიალი
წყარო:Deadline
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?