ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: HBO-ს „ჰარი პოტერში“ ჯეიმზ და ლილი პოტერებისა და ჩარლი უიზლის როლები განაწილდა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებიეკრანიზაციებისიახლეები

HBO-ს „ჰარი პოტერში“ ჯეიმზ და ლილი პოტერებისა და ჩარლი უიზლის როლები განაწილდა

HBO-ს სერიალში „ჰარი პოტერი“ ჯეიმზ და ლილი პოტერებისა და ჩარლი უიზლის როლებზე მსახიობები შეარჩიეს. ახალი ადაპტაციის პრემიერა 25 დეკემბერს შედგება.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
„Harry Potter and the Philosopher's Stone“
„Harry Potter and the Philosopher's Stone“. ყდა: Open Library
გაზიარება
Highlights
  • ჯეიმზსა და ლილი პოტერებს ჯასპერ ტალბოტი და ჰანა ჩინი, ხოლო ჩარლი უიზლის ჰარი გილბი ითამაშებს.
  • გუნდმა მუშაობა უკვე დაიწყო მეორე სეზონზეც, სადაც კიტ ჰარინგტონი გილდეროი ლოკჰარტს განასახიერებს.
  • HBO-ს ახალი სატელევიზიო ადაპტაციის პრემიერა 25 დეკემბერს შედგება.

HBO-ს მომავალ ტელესერიალში „ჰარი პოტერი“ ჯეიმზ პოტერის, ლილი პოტერისა და ჩარლი უიზლის როლების შემსრულებელი მსახიობები შეარჩიეს. როგორც The Hollywood Reporter-ი წერს, ჯასპერ ტალბოტი და ჰანა ჩინი ჯეიმზ და ლილი პოტერების როლებს მოირგებენ, ხოლო ჩარლი უიზლის პერსონაჟს ჰარი გილბი განასახიერებს. ცნობილი წიგნების ახალი სატელევიზიო ადაპტაციის პრემიერა 25 დეკემბერს შედგება.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

პროექტში, რომელიც ჯ.კ. როულინგის წიგნებს ეფუძნება, მთავარ როლებს ახალბედა მსახიობები შეასრულებენ: ჰარი პოტერის როლს დომინიკ მაკლაფლინი მოირგებს, ჰერმიონ გრეინჯერს არაბელა სტანტონი განასახიერებს, რონ უიზლის კი – ალასტერ სტაუტი. ჰოგვორტსის მასწავლებელთა შემადგენლობაში ცნობილი მსახიობები არიან: ალბუს დამბლდორს ჯონ ლითგოუ ითამაშებს, მინერვა მაკგონაგელს – ჯანეტ მაკტირი, სევერუს სნეიპს – პააპა ესიედუ, ხოლო რუბეუს ჰაგრიდის სახეს ნიკ ფროსტი შექმნის.

უიზლების ოჯახის უფროსების, ართურისა და მოლის როლებს რეიფ სპოლი და ქეთრინ პარკინსონი შეასრულებენ. დერსლების სახლში ვერნონისა და პეტუნიას პერსონაჟებს დენიელ რიგბი და ბელ პაული განასახიერებენ. სერიალში ასევე გამოჩნდებიან რორი უილმოტი (ნევილ ლონგბოტომი), ლოქს პრატი (დრაკო მალფოი), ლუკ თალონი (კვირინუს კვირელი), უორვიკ დეივისი (ფილიუს ფლიტვიკი) და ბერტი კარველი (კორნელიუს ფაჯი).

ბუკტოკი გირჩევთ

ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
3 ნოემბერი, 2026
კადრი „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალიდან
„ჰარი პოტერის“ ახალი სერიალი ჯეიმზისა და ლილი პოტერების კანონიკურ ასაკს აღადგენს
3 ნოემბერი, 2026
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
3 ნოემბერი, 2026

გუნდმა უკვე დაიწყო მუშაობა მეორე სეზონზეც, რომელიც რომანს „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ (Harry Potter and the Chamber of Secrets) ეფუძნება. ცნობილია, რომ მასში გილდეროი ლოკჰარტის როლს კიტ ჰარინგტონი შეასრულებს, ჯინი უიზლის – ბონი ჰილი, ელფ დობის – ლენი რაში, ტომ რიდლს კი – ბილი ბარეტი. მეორე სეზონში ასევე ითამაშებენ მოლი ჰიუიტ-რიჩარდსი (მტირალა მირტლი) და ჯასპერ ემბროუზი (კოლინ კრივი).

პროექტის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი ფრანჩესკა გარდინერია, ხოლო მარკ მაილოდი რამდენიმე ეპიზოდის რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. სერიალს HBO Brontë Film and TV-სთან და Warner Bros. Television-თან თანამშრომლობით ქმნის. აღმასრულებელ პროდიუსერებს შორის ასევე არიან ჯ.კ. როულინგი, ნილ ბლერი, რუთ კენლი-ლეტსი, დეივიდ ჰეიმანი, ლორა ნილი და ჯონ ბრაუნი.

წიგნი ხელმისაწვდომია uBooks.ge-ზეHarry Potter and the Philosopher’s Stone53,00 ₾ · მარაგშია›
გაიგე მეტი:HBOეკრანიზაციაჯ.კ. როულინგიჯასპერ ტალბოტიჰანა ჩინიჰარი პოტერი
წყარო:The Hollywood Reporter
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?