მიმდინარე წლის 25 ნოემბერს მსოფლიოს გამომცემელთა მთავარი ორგანიზაცია, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია (IPA), 2025 წლის გენერალურ ასამბლეას ვირტუალურ ფორმატში ჩაატარებს. ღონისძიებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს ასოციაციის მომავალი საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია კომიტეტის ახალი წევრების არჩევა და ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღების საკითხის განხილვა.
ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საპატიო სტუმარი – იუნესკოს გენერალური დირექტორის თანაშემწე კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონე რ., რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ სტატუსს სძენს.
ასოციაციის სამდივნო მოუწოდებს წევრ ორგანიზაციებს, უმოკლეს დროში დაადასტურონ თავიანთი დელეგატების ვინაობა და, საჭიროების შემთხვევაში, მოაგვარონ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების (მინდობილობის) საკითხები. კომიტეტის ღია პოზიციებზე კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადა 5 ნოემბერია. დეტალური ინფორმაცია ასამბლეის შესახებ წევრებს უახლოეს კვირაში დაეგზავნებათ.

