2025 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა და გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციამ (IPA) გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ორი ერთობლივი პანელური დისკუსია გამართეს.
სიტყვებს ძალა შესწევთ, შეცვალონ სამყაროს აღქმა, დაუპირისპირდნენ სტერეოტიპებს და შთააგონონ სოციალური ცვლილებები. საუკუნეების განმავლობაში წიგნი თავშესაფარიც იყო და თავისუფლების სიმბოლოც, განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, ვისი ხმაც ხშირად ჩაიხშო ან წაიშალა. სწორედ ამ მემკვიდრეობის პატივსაცემად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და IPA პირველად წარდგნენ ერთად მსოფლიოს უდიდეს წიგნის ბაზრობაზე.
ჩვენ თავს ვუყრით ჩვენი რეგიონის გამორჩეული ქალი გამომცემლებისა და მწერლების ხმებს, რათა გამოვიკვლიოთ, როგორ შეუძლია ლიტერატურასა და ჩვენ მიერ მოთხრობილ ამბებს, შეცვალოს სოციალური ნორმები და ეჭვქვეშ დააყენოს გენდერის შესახებ ღრმად ფესვგადგმული წარმოდგენები.
განაცხადა UN Women-ის რეგიონული დირექტორის მოადგილემ, ელისა ფერნანდეს საენსმა.ბაზრობის მსვლელობისას, ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს საგამომცემლო ინდუსტრიის პოტენციალის გამოყენებას გენდერული თანასწორობის წინსვლისა და ქალთა უფლებების დასაცავად.
ხშირად გვავიწყდება, რამდენად დიდი გავლენა აქვთ ბავშვობაში წაკითხულ ამბებს. ისინი განსაზღვრავენ, რას ველით სამყაროსგან და რას ვფიქრობთ, რომ სამყარო ელის ჩვენგან. საბავშვო ლიტერატურა ყველაზე პოლიტიკური ლიტერატურული ფორმაა, რადგან ის, თუ რას ირწმუნებენ ბავშვები სამყაროში თავიანთი ადგილის შესახებ, ჩვენი კოლექტიური მომავალი ხდება.
იტალიელმა ავტორმა, ფრანჩესკა კავალომ, ყურადღება გაამახვილა ბავშვობაში წაკითხული ისტორიების გავლენაზე: ღონისძიებებში მონაწილეობდნენ მწერლები: ეკატერინე ტოგონიძე საქართველოდან, იონელა ჰადირკა მოლდოვიდან და ფრანჩესკა კავალო იტალიიდან (პანელი: „გამოფხიზლება: ნარატივის გადაწერა“). გამომცემელთა დისკუსიაში კი მონაწილეობდნენ ნაზლი ბერივან აკი თურქეთიდან, მარტა კანდიდა მარტინეს გუტიერესი ესპანეთიდან და ბარბარა ბუდრიხი გერმანიიდან.
როგორც ასოციაციის 130-წლიან ისტორიაში რიგით მეოთხე ქალი პრეზიდენტი, ვამაყობ, რომ ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზაციას ჩვენს წევრებში. შედეგად, მომავალში საგამომცემლო ინდუსტრიის ხელმძღვანელ პოზიციებზე ბევრად მეტ ქალს ვიხილავთ.
აღნიშნა IPA-ს პრეზიდენტმა, გვანცა ჯობავამ.ამავე კონტექსტში, ფრანკფურტის ბაზრობის ცენტრალურ სცენაზე გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ქალები საგამომცემლო საქმეში: შუშის ჭერი და ქაღალდის კედლები“, რომელიც იმ ბარიერებს მიეძღვნა, რომლებსაც ქალები კვლავ აწყდებიან პროფესიულ წინსვლაში.




