სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: საავტორო უფლებები და AI: საფრანგეთის პარლამენტში კანონპროექტი ბრუნდება
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
AI & საავტორო უფლებები

საავტორო უფლებები და AI: საფრანგეთის პარლამენტში კანონპროექტი ბრუნდება

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც კულტურული ნაწარმოებების გამოყენებაზე მტკიცების ტვირთს ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს დააკისრებს.

განახლების თარიღი: 19 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
საავტორო უფლებები და AI: საფრანგეთის პარლამენტში კანონპროექტი ბრუნდება
ფოტო: Pixel2013 / Pixabay
გაზიარება
Highlights
  • სოციალისტურმა ფრაქციამ 19 ნოემბრისთვის საფრანგეთის ასამბლეაში საავტორო უფლებების კანონპროექტი დააბრუნა.
  • კანონპროექტით, ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწევთ დამტკიცება, რომ ნამუშევრები უნებართვოდ არ გამოუყენებიათ.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა 19 ნოემბერს განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს საავტორო უფლებებით დაცული კულტურული შინაარსის გამოყენების შესახებ მტკიცების ტვირთს დააკისრებს. როგორც ფრანგული გამოცემა ActuaLitté წერს, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ტექნოლოგიურ კომპანიებს თავად მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ მოდელების გასაწვრთნელად შემოქმედთა ნამუშევრები უნებართვოდ არ გამოუყენებიათ.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

მოქმედი კანონმდებლობით, ავტორებსა და საავტორო უფლებების მფლობელებს თავად უწევთ იმის დამტკიცება, რომ მათი ნაწარმოებები ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებმა გამოიყენეს, რათა სამართლიანი კომპენსაცია მოითხოვონ. ახალი ინიციატივა ამ წესს ცვლის და ავტორთა სასარგებლოდ პრეზუმფციას აწესებს.

საავტორო უფლებები და ხელოვნური ინტელექტი: ბრძოლა ასამბლეაში

საფრანგეთის სენატმა ამ ინიციატივას 8 აპრილს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. კანონპროექტის ავტორები სენატორები ანიეს ევრენი, ლორ დარკოსი და პიერ უზულიასი არიან. კულტურის საკითხთა კომისიის მომხსენებელმა დეპუტატმა ემანუელ მორელმა ივნისში ტექსტის შესწორებული ვარიანტი მოამზადა.

ბუკტოკი გირჩევთ

Argon Verlag-მა ხელოვნური ინტელექტით შემოკლებული აუდიოწიგნები გამოსცა
Argon Verlag-მა ხელოვნური ინტელექტით შემოკლებული აუდიოწიგნები გამოსცა
22 ნოემბერი, 2026
საავტორო უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში – ევროკავშირის ინიციატივა
ევროკავშირის 11 ქვეყანა AI-ისგან საავტორო უფლებების დასაცავად მკაცრ კანონს ითხოვს
21 ნოემბერი, 2026
ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს ორი მილიონი წიგნის განადგურებაში ადანაშაულებენ
ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს ორი მილიონი წიგნის განადგურებაში ადანაშაულებენ
20 ნოემბერი, 2026

შემოქმედთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრისას ლორ დარკოსმა აღნიშნა:

დროა დავასრულოთ სამ-ოთხწლიანი თვითნებობა, როცა შინაარსს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ითვისებდნენ; ყველაფერი თავიდან, სამართლიან საფუძველზე უნდა დავაყენოთ.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჯერ კიდევ 11 ივნისს უნდა განეხილათ, თუმცა პროცესი 110 შესწორების გამო ჩაიშალა. ეს შესწორებები ძირითადად ფრაქცია Ensemble pour la République-ის წევრებმა წარადგინეს, რომელსაც გაბრიელ ატალი ხელმძღვანელობს. შემოქმედთა გაერთიანებებმა და გამომცემელთა ეროვნულმა სინდიკატმა (SNE) ეს ნაბიჯი საპარლამენტო ობსტრუქციად შეაფასეს, რის გამოც ფრანგი შემოქმედები საავტორო უფლებების დასაცავად გაბრიელ ატალს უკვე ღიად დაუპირისპირდნენ.

დოკუმენტი განსახილველად სოციალისტურმა ფრაქციამ საპარლამენტო ინიციატივის დღეს დააბრუნა. თუმცა კანონპროექტი ცხრა საკითხს შორის მეექვსე ადგილზეა, რაც დროის სიმცირის გამო მის მიღებას სათუოს ხდის. გარდა ამისა, სოციალისტური ფრაქციის თავმჯდომარე ბორის ვალო დოკუმენტის გაწვევას გეგმავს, თუ გაბრიელ ატალის გუნდი თავის შესწორებებს არ გააუქმებს.

გაიგე მეტი:გაბრიელ ატალისაავტორო უფლებებისაგამომცემლო საქმესაფრანგეთიხელოვნური ინტელექტი
წყარო:ActuaLitté
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

დაუმორჩილებლობის ევანგელე: „ფავნის ლაბირინთი“

დაუმორჩილებლობის ევანგელე: „ფავნის ლაბირინთი“

5 ქულა 5-დანᲨᲔᲓᲔᲕᲠᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?