ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: თავისუფალი სიტყვის პრემია: „ლიტერას“ 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
სიახლეებიინდუსტრიალიტერატურული ჯილდოები

თავისუფალი სიტყვის პრემია: „ლიტერას“ 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია

განახლების თარიღი: 2 ნოემბერი, 2025
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
გაზიარება

საქართველოს პენცენტრის ორგანიზებით, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. პრემიაზე საკონკურსოდ განიხილებოდა 2024 წელს ქართულ ენაზე პირველად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებები.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

პენ საქართველოს მიერ შერჩეულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ალექს ჩიღვინაძე, ინა არჩუაშვილი, რუსუდან რუხაძე და ნანა აბულაძე, 77 საკონკურსო წიგნიდან 5 გამარჯვებული შეარჩია.

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2025 წლის ლაურეატები გახდნენ:

  • წლის საუკეთესო დებიუტი:
    • თინათინ ნოღაიდელი, „ულვაშები” (სულაკაურის გამომცემლობა)
    • ნიქო გორგილაძე, „აქ მიპოვი” („ინტელექტი“)
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
    • თამთა დოლიძე, „მხოლობითი რიცხვი” („ინტელექტი“)
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:
    • ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს” („ალონი“)
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
    • არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!” (სულაკაურის გამომცემლობა)
  • წლის საუკეთესო რომანი:
    • ნოდარ ლადარია, „ელი, ელი” („ინტელექტი“)

დაჯილდოების კულმინაცია იყო პენ საქართველოს სპეციალური პრიზის გადაცემა. ჟიურისა და პენ-საქართველოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ლიტერა 2025“-ის განსაკუთრებული ჯილდო პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს მიენიჭა.

თავისუფალი სიტყვის პრემია: „ლიტერას“ 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია | ფოტო: საქართველოს პენცენტრი

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ჯილდო მას გადაეცა:

უბრალოებასა და სიმართლეში ნაპოვნი ადამიანური ღირსების პოეტურ სიტყვად ქცევისთვის, ჩაგვრასა და უკანონობასთან მებრძოლი, წინააღმდეგობის კოლექტიური სულისკვეთების გამოხატვისთვის, შეუპოვარი პოეტური და სამოქალაქო პოზიციისთვის, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ შეუძლებელია სინდისის, იმედის, გამბედაობის, თავისუფლებისა და სიმართლის წყურვილის დატყვევება.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა” 2015 წელს დააარსა სსიპ „მწერალთა სახლმა” და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. 2021 წლიდან, მას შემდეგ, რაც კულტურის და სპორტის სამინისტრო მწერალთა სახლის ჟიურის მუშაობაში ჩაერია, მწერლების უმეტესობამ პრემიას ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შემდეგ „ლიტერას” საქართველოს პენცენტრი გასცემს.

პრემიის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” და PEN America.

გაიგე მეტი:PEN Georgiaლიტერაპენცენტრი
წყარო:საქართველოს პენცენტრი
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?