1. შესავალი
წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში – „პირობები“) არეგულირებს თქვენს (შემდგომში – „მომხმარებელი“) წვდომასა და ურთიერთობას ვებსაიტთან booktok.ge (შემდგომში – „ვებსაიტი“), რომელიც წარმოადგენს შპს კიბერდროება (ს/ნ: 429656295) საკუთრებას, რომელიც ოპერირებს ბრენდით „BookTok საქართველო“ (შემდგომში – „კომპანია“).
ვებსაიტზე შემოსვლით, მისი შინაარსის გაცნობით ან/და ჩვენი სერვისებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით, გესმით და უპირობოდ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. თუ არ ეთანხმებით ამ პირობების რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებსაიტის გამოყენება.
2. სერვისების აღწერა
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
- ვებსაიტზე განთავსებულ საინფორმაციო, ანალიტიკურ და საგანმანათლებლო მასალებზე (სტატიები, მიმოხილვები, ანალიზი) წვდომა.
- ელექტრონული ბიულეტენი (შემდგომში – „ბიულეტენი“) გამოწერა ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების გზით, რის შედეგადაც მომხმარებელი პერიოდულად მიიღებს კომპანიის მიერ მომზადებულ სიახლეებსა და ექსკლუზიურ მასალებს.
3. ინტელექტუალური საკუთრება
ვებსაიტზე განთავსებული შინაარსი, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: ტექსტები, ლოგოები, კომპანიის მიერ შექმნილი გრაფიკული გამოსახულებები, პროგრამული კოდი და დიზაინი, წარმოადგენს კომპანიის ექსკლუზიურ ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო საავტორო სამართლის ნორმებით.
იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მასალა (მაგალითად, ფოტო, ვიდეო, ინფოგრაფიკა) წარმოადგენს მესამე მხარის საკუთრებას, საავტორო უფლება ეკუთვნის შესაბამის ავტორს ან უფლების მფლობელს, რომელიც მითითებულია უშუალოდ მასალასთან ან მის აღწერაში. კომპანია ასეთ მასალას იყენებს კანონიერი ლიცენზიის, ნებართვის ან „თავისუფალი გამოყენების“ პრინციპების საფუძველზე.
კატეგორიულად იკრძალება ვებსაიტის შინაარსის ნებისმიერი ფორმით კოპირება, რეპროდუცირება, გავრცელება, მოდიფიცირება, გამოქვეყნება ან სხვაგვარი კომერციული თუ არაკომერციული მიზნით გამოყენება კომპანიის ან/და შესაბამისი უფლების მფლობელის წინასწარი, წერილობითი ნებართვის გარეშე. მასალების ციტირება დასაშვებია მხოლოდ წყაროს – booktok.ge-ის – აქტიური ჰიპერბმულით მითითების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ელექტრონული ბიულეტენის გამოწერა
მომხმარებელს, სურვილისამებრ, შეუძლია გამოიწეროს ბიულეტენი საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართის შესაბამის ველში შეყვანით.
- გამოწერით მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას, მიიღოს კომპანიისგან პერიოდული საინფორმაციო და მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებები.
- კომპანია იღებს ვალდებულებას, დაიცვას მომხმარებლის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართის კონფიდენციალურობა და არ გადასცეს იგი მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ბიულეტენის მიღებაზე. გამოწერის გაუქმების ინსტრუქცია თან ერთვის ყოველ ელექტრონულ წერილს.
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია მიისწრაფვის, უზრუნველყოს ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტე, აქტუალურობა და სანდოობა, რაც გამყარებულია ჩვენი სარედაქციო, ფაქტების გადამოწმებისა და შესწორების პოლიტიკით. მიუხედავად ამისა, კომპანია:
- არ იძლევა გარანტიას ინფორმაციის აბსოლუტურ უშეცდომობასა და სისრულეზე. მასალები ქვეყნდება „როგორც არის“ (as is) პრინციპით.
- არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირ თუ ირიბ ზიანზე, რომელიც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენების ან მასზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად.
- ვებსაიტზე განთავსებული მასალები ემსახურება მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებს და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პროფესიული (მაგალითად, ფინანსური, იურიდიული ან ტექნიკური) რჩევა.
6. მესამე მხარეების ბმულები
ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარეების ვებსაიტებზე. კომპანია არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი ამ ვებსაიტების შინაარსზე, უსაფრთხოებასა თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. მესამე მხარის ვებსაიტზე გადასვლა მომხმარებლის საკუთარი რისკია.
7. პირობების ცვლილება
კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე პირობები მომხმარებელთა წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილებები ძალაში შედის ვებსაიტზე გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, პერიოდულად შეამოწმოს პირობების განახლებული ვერსია. ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ ვებსაიტის გამოყენების გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს განახლებულ პირობებზე დათანხმებას.
8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და იურისდიქცია
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ პირობებთან დაკავშირებით, ექვემდებარება განხილვას საქართველოს საერთო სასამართლოების ექსკლუზიური იურისდიქციის ქვეშ.
9. საკონტაქტო ინფორმაცია
წინამდებარე პირობებთან ან ვებსაიტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@booktok.com.
განახლების თარიღი: 2025 წლის 25 ოქტომბერი