შვედეთის აკადემიამ წლევანდელი ბელმანის პრემია (Bellmanpriset) მწერალსა და მთარგმნელ მარი სილკებერგს მიანიჭა. როგორც გამოცემა Boktugg-ი წერს, ჯილდო გამოჩენილი შვედი პოეტებისთვის არის განკუთვნილი, საპრიზო თანხა კი 250 000 შვედური კრონაა.
მარი სილკებერგი 1961 წელს დაიბადა. ის პოეტი, ესეისტი, დრამატურგი და მთარგმნელია. ავტორის ლიტერატურული დებიუტი 1990 წელს შედგა, როდესაც პოეტური კრებული „Komma och gå“ გამოვიდა.
2025 წელს სილკებერგმა წიგნი „Hjärta, jägare“ გამოსცა. ეს ნაწარმოები გლოვის თემაზე დაგეგმილი ტრილოგიის პირველი ნაწილია.
ბელმანის პრემია ემასა და ანდერს ცორნების შემოწირულობის ფონდიდან ფინანსდება. გასულ წელს ეს ჯილდო ჰელენა ერიქსონს გადაეცა.
