ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა და მოსარჩელეებმა, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საქმეში Bartz v. Anthropic, მოლაპარაკებების შედეგად საქმის მორიგებით დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. პროცესში ჩართული იყო მესამე, ნეიტრალური მხარე – მედიატორი.
რას ნიშნავს ეს ავტორებისთვის?
ამ დროისთვის მორიგების დეტალები, მათ შორის ფინანსური კომპენსაციის ზუსტი ოდენობა, რომელიც ავტორებმა საავტორო უფლებების სავარაუდო დარღვევის საქმეზე უნდა მიიღონ, გასაჯაროებული არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ შეთანხმება ფინანსურ ანაზღაურებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ავტორთა ინტერესებს იცავდა იურისტთა იგივე გუნდი, რომელიც „ავტორთა გილდიასა“ და სხვა მოსარჩელეებს წარმოადგენს OpenAI-ს წინააღმდეგ მიმდინარე კოლექტიურ სარჩელში.
ვიმედოვნებთ, ეს იქნება ძლიერი გზავნილი AI ინდუსტრიისთვის, რომ ავტორთა ნამუშევრების პირატულად გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ვიმედოვნებთ, მოსამართლე ალსაპის გადაწყვეტილება უბიძგებს მათ, დაიწყონ ეთიკური მოქმედება, რათა დაიცვან პროფესიული ხელოვნების მომავალი და მოიპოვონ ნებართვა იმ ნამუშევრების გამოყენებაზე, რომლებითაც თავიანთ AI მოდელებს წვრთნიან, ნაცვლად იმისა, რომ მოიპარონ მათგან, ვისაც ეს დანაკარგი ყველაზე მეტად აზარალებს.
განაცხადა „ავტორთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი რაზენბერგერმა.

