მწერალ ქეროლაინ კეპნესის სარეჟისორო სადებიუტო სერიალში „The Attentionist“ მთავარ როლებს ქეთრინ მალენ კაფერერი, ოდრი გრეის მარშალი, დინ ნორისი და ჯორდან ლედი შეასრულებენ. როგორც გამოცემა Variety წერს, მსახიობები პროექტში ერთი ოჯახის წევრებს განასახიერებენ.
„The Attentionist“ 1990-იანი წლების საოჯახო კომედიური დრამისა და ფსიქოლოგიური თრილერის ნაზავია. სიუჟეტის ცენტრში ორი დაა, რომლებიც კეიპ-კოდზე სახიფათო სატელეფონო რომანში ერთვებიან. პროექტის გადაღებები სწორედ კეიპ-კოდის ლოკაციებზე წარიმართება, ხოლო მისი ნახვა მაყურებელს YouTube-ზე შეეძლება.
ქეროლაინ კეპნესმა აღნიშნა:
ამ ამბის მთავარი არსი ჟანრების სრული შეჯახებაა. ერთ წამს ეს 90-იანი წლების სანაპიროს უხერხული საოჯახო კომედიაა, მომდევნო წამს კი ნამდვილ ფსიქოლოგიურ შიშში ინაცვლებს.
სერიალის პროდიუსერები მარკ რობერტსი (Roberts Media) და ლორენა დეივიდი არიან. პროექტის სცენარი თავად კეპნესს ეკუთვნის, რომელიც მკითხველისთვის რომანების სერიით „შენ“ (You) ცნობილია – სწორედ ამ წიგნებს დაეფუძნა Netflix-ის პოპულარული სერიალი.
