ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: „ჰარი პოტერი“: HBO-ს ახალი სერიალის პირველი სეზონის ბიუჯეტი 150 მილიონ ფუნტს აღწევს
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებიეკრანიზაციებისიახლეები

„ჰარი პოტერი“: HBO-ს ახალი სერიალის პირველი სეზონის ბიუჯეტი 150 მილიონ ფუნტს აღწევს

HBO-ს „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალის პირველი სეზონის შექმნასა და გადაღებებზე, სავარაუდოდ, 150 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე დაიხარჯა. დეტალებს გამოცემა Deadline-ი კომპანიის ანგარიშებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

განახლების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
კადრი HBO-ს მომავალი „ჰარი პოტერი“-ს სერიალიდან
კადრი HBO-ს მომავალი „ჰარი პოტერი“-ს სერიალიდან. ფოტო: HBO / Deadline
გაზიარება
Highlights
  • HBO-ს „ჰარი პოტერის“ სერიალის თითო ეპიზოდის საწარმოო ხარჯმა საშუალოდ 18,8 მილიონი ფუნტი შეადგინა.
  • შოუ „Game of Thrones“-ისა და „The Last of Us“-ის გვერდით HBO-ს ყველაზე ძვირადღირებულ სერიალებს შორისაა.
  • „ჰარი პოტერის“ ახალი სატელევიზიო ადაპტაციის პრემიერა HBO-ს ეთერში დეკემბერშია დაგეგმილი.

HBO-მ „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალის პირველი სეზონის შექმნასა და გადაღებებზე, სავარაუდოდ, 150 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე (201 მილიონი დოლარი) დახარჯა. გაერთიანებულ სამეფოში წარდგენილ კორპორაციულ ფინანსურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოცემა Deadline-ი წერს, რომ კომპანია Plum Jam Productions-ის შემოსავალმა 2025 წელს, გადაღებების აქტიურ პერიოდში, 130,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი (175 მილიონი დოლარი) შეადგინა. მანამდე, 2024 წელს, როდესაც სატელევიზიო შოუს განვითარების საწყისი ეტაპი დაიწყო, კომპანიას 18,4 მილიონი ფუნტი სტერლინგის შემოსავალი ჰქონდა. ამ ორი წლის ფინანსური ანგარიშების ერთობლიობა აჩვენებს, თუ რა მასშტაბის თანხა დასჭირდა პროექტის დაწყებასა და პირველი სეზონის მომზადებას.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

Plum Jam Productions-ის კორპორაციული შემოსავლების შესახებ დოკუმენტებზე ინფორმაცია თავდაპირველად ბრიტანულმა გაზეთმა The Times of London-მა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ადრე Roundabout Productions-ის სახელით მოქმედებდა და სერიალ „The Nevers“-ის წარმოებას უზრუნველყოფდა.

ახალი სატელევიზიო პროექტი მწერალ ჯ.კ. როულინგის შვიდივე წიგნის ადაპტაციას ისახავს მიზნად, სადაც თითოეული წიგნის სიუჟეტს ცალკე სეზონი დაეთმობა. პირველი სეზონის საწარმოო ხარჯებმა თითო ეპიზოდზე, სავარაუდოდ, საშუალოდ 18,8 მილიონი ფუნტი სტერლინგი (25,2 მილიონი დოლარი) შეადგინა. პროექტის ბიუჯეტის დიდი ნაწილი საწყის ეტაპზევე დაიხარჯა, ვინაიდან Warner Bros. Studios Leavesden-ში აშენებული რთული და მასშტაბური დეკორაციები შვიდივე სეზონის განმავლობაში გამოსაყენებლად მომზადდა. ამგვარი ფინანსური მაჩვენებლებით „ჰარი პოტერი“ „Game of Thrones“-ის დასკვნითი სეზონისა და „The Last of Us“-ის გვერდით HBO-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ სერიალებს შორის დასახელდა.

ბუკტოკი გირჩევთ

ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
ეკრანამდე: სტივენ კინგი და წიგნები, რომელთა ახალი ადაპტაციები მზადდება
3 ნოემბერი, 2026
კადრი „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალიდან
„ჰარი პოტერის“ ახალი სერიალი ჯეიმზისა და ლილი პოტერების კანონიკურ ასაკს აღადგენს
3 ნოემბერი, 2026
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
ეკრანამდე: ჯეინ ოსტინი და სხვა ავტორები, რომელთა წიგნების ეკრანიზაციაც მზადდება
3 ნოემბერი, 2026

„ჰარი პოტერის“ ახალი სატელევიზიო ადაპტაციის პრემიერა HBO-ს ეთერში დეკემბერშია დაგეგმილი. სერიალში მთავარ როლებს ახალგაზრდა მსახიობები ასრულებენ: ჰარი პოტერის პერსონაჟს დომინიკ მაკლაფლინი განასახიერებს, რონ უიზლის – ალასტერ სტაუტი, ხოლო ჰერმიონ გრეინჯერს – არაბელა სტენტონი. სამსახიობო შემადგენლობაში ასევე არიან ჯონ ლითგოუ (ალბუს დამბლდორი), პააპა ესიედუ (სევერუს სნეიპი) და ჯანეტ მაკტირი (მინერვა მაკგონაგელი). რუბეუს ჰაგრიდის სახეს ნიკ ფროსტი შექმნის, პეტუნიასა და ვერნონ დერსლების პერსონაჟებს კი მაყურებელი ბელ პაულისა და დენიელ რიგბის შესრულებით იხილავს.

გაიგე მეტი:HBOეკრანიზაციასერიალებიჯ.კ. როულინგიჰარი პოტერი
წყარო:Deadline
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?