ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: სარა ჯ. მაასის „A Court of Thorns and Roses“-ის მოტივებზე სამოსის კოლექცია გამოვიდა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებისიახლეები

სარა ჯ. მაასის „A Court of Thorns and Roses“-ის მოტივებზე სამოსის კოლექცია გამოვიდა

სარა ჯ. მასის წიგნების სერიის მოტივებზე მოდის ბრენდმა For Love & Lemons-მა ტანსაცმლის შეზღუდული კოლექცია წარადგინა.

განახლების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
„A Court of Thorns and Roses“
„A Court of Thorns and Roses“. ყდა: Open Library
გაზიარება
Highlights
  • For Love & Lemons-მა სარა ჯ. მაასის სამყაროთი შთაგონებული ოთხი თემატური ხაზი 22 ოქტომბერს წარადგინა.
  • სერიის მეექვსე ნაწილი, „A Court of Splintered Harmony“, ოფიციალურად 27 ოქტომბერს გამოვა.

სარა ჯ. მაასის ცნობილი წიგნების სერიის, „A Court of Thorns and Roses“-ის მოტივებზე ტანსაცმლის ლიმიტირებული კოლექცია გამოვიდა. როგორც Variety-ი წერს, ლოს-ანჯელესურმა მოდის ბრენდმა For Love & Lemons-მა კოლაბორაციული ხაზი 22 ოქტომბერს წარადგინა. ეს სიახლე რომანტეზის ჟანრის პოპულარული სერიის მეექვსე ნაწილის, „A Court of Splintered Harmony“-ის გამოცემას ემთხვევა, რომლის ოფიციალური გამოსვლაც 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

წიგნების გამოგონილი სამყაროთი, პრითიანით შთაგონებული ტანსაცმლის ხაზის შექმნაზე დიზაინერები ერთ წელზე მეტხანს მუშაობდნენ. კოლექცია ოთხ თემატურ მინი-ხაზს აერთიანებს: „The First Bloom of Spring“, „Welcome to the Night Court“, „Under Starfall Skies“ და „A Dance of Silver Flames“. დიზაინში გამოყენებულია კორსეტები, მაქმანები, ყვავილოვანი პრინტები და საღამოს მდიდრულად გაფორმებული სამოსი. ტანსაცმელი მკაცრად შეზღუდული რაოდენობით შეიკერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარაგის ამოწურვის შემდეგ ნივთები აღარ დამზადდება.

კოლექციის გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა გაზაფხულის კარის ესთეტიკით შექმნილი კაბა Rose of the Manor Gown, რომლის ფასი 639 დოლარს შეადგენს. ღამის კარის დიზაინით შეკერილი მოდელებიდან წარმოდგენილია Night Court Mini Dress (629 დოლარი) და Moonveil Gown (829 დოლარი). ხაზში ასევე შევიდა ციური ვარსკვლავთცვენის თემატიკის სამოსი და ნივთები, რომლებიც პერსონაჟ ნესტასა და ვალკირიებს ეძღვნება – მათი ფასი 398-იდან 729 დოლარამდე მერყეობს. გამოშვებისთანავე მომენტალურად გაიყიდა რამდენიმე გამორჩეული მოდელი, მათ შორის კაბები Storykeeper Dress და Dance with Fire Gown.

ბუკტოკი გირჩევთ

მარიანა ენრიკესმა საშინელებათა ჟანრის შესახებ ახალი წიგნი წარადგინა
მარიანა ენრიკესმა საშინელებათა ჟანრის შესახებ ახალი წიგნი წარადგინა
2 ნოემბერი, 2026
ბრიტანეთის წიგნის მაღაზიებში სარა ჯ. მაასის ახალმა რომანმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
ბრიტანეთის წიგნის მაღაზიებში სარა ჯ. მაასის ახალმა რომანმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
30 ოქტომბერი, 2026
სტივენ ფრაი იხსენებს, როგორ განსაზღვრა შერლოკ ჰოლმსმა მისი ცხოვრება
სტივენ ფრაი იხსენებს, როგორ განსაზღვრა შერლოკ ჰოლმსმა მისი ცხოვრება
26 ოქტომბერი, 2026

ბრენდის წარმომადგენელმა ჯილიან კერნმა აღნიშნა:

ჩვენ ძალიან მოგვწონს, როგორ იყენებს სარა ჯ. მაასი მოდას განწყობის შესაქმნელად.

ახალი წიგნის მოლოდინს სხვა ცნობილი კომპანიებიც შეუერთდნენ. ბრენდმა Knix-მა „A Court of Thorns and Roses“-ის თემატური საცვლებისა და საძილე ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა, პარფიუმერიულმა ბრენდმა Fine’ry-მ კი სერიით შთაგონებული ოთხი ახალი სუნამო შექმნა. ამასთანავე, Funko Pop-მა პერსონაჟების ფიგურები წარადგინა, ხოლო Loungefly-მ – თემატური აქსესუარები. ლიტერატურული მოვლენის აღსანიშნავად, 26 ოქტომბერს Target-მა აშშ-ის მასშტაბით დაახლოებით 250 მაღაზიაში ღამის ღონისძიებები გამართა, ხოლო Barnes & Noble-მა წიგნის ღამით გაყიდვის სპეციალური შეხვედრები 500-ზე მეტ ფილიალში დაგეგმა.

გაიგე მეტი:A Court of Thorns and Rosesახალი წიგნებიმოდარომანტეზისარა ჯ. მაასი
წყარო:Variety
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?