ორიგინალური პროტოპიური მოკლე პროზის პირველი კონკურსის, პროტოპიური პრემიის (Protopian Prize) გამარჯვებულები გამოვლინდნენ. როგორც Locus-ი წერს, ჟიურიმ საუკეთესო ავტორები ორ ძირითად კატეგორიაში დაასახელა: დემოკრატიული მომავლის პრემია (Democratic Futures Prize) და საზოგადოებრივი ხელოვნური ინტელექტის პრემია (Public AI Prize).
დემოკრატიული მომავლის კატეგორიაში გამარჯვება შონ მუნიმ მოიპოვა მოთხრობისთვის „A River to Speak For“. ამავე კატეგორიის ფინალისტები გახდნენ კოლბი დევიტი მოთხრობით „The Last Developer of Venice Beach“ და ბენჯამინ როზენბაუმი ნაწარმოებით „Heal the Game“. ჟიურის შემადგენლობაში რუთანა ემრის გორდონი, ჰენრი ფარელი, ენალი ნიუიცი, კარლ შროიდერი და აიდა იოშინაგა მუშაობდნენ.
საზოგადოებრივი ხელოვნური ინტელექტის პრემია ტომაშ გჟეგორჩიკს ერგო მოთხრობისთვის „The Wrong Person to Ask“. ამ ნომინაციაში ფინალისტი ალექს ავარდი გახდა მოთხრობით „I Am The River“. ხელოვნური ინტელექტის კატეგორიის ჟიურის წევრები იყვნენ კევინ კელი, გიდიონ ლიჩფილდი, არატი პრაბჰაკარი, დეჯი ბრაის ოლუკოტუნი და ჰანუ რაიანიემი.
პროტოპიური პრემიის ჯილდო და ანთოლოგია
ორივე კატეგორიის გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით 5000-5000 აშშ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, საუკეთესო მოთხრობები დაიბეჭდება მომავალ ანთოლოგიაში „In the Loop: Stories from the Future of People, Power, and Machines“.
გამარჯვებულთა საზეიმო წარდგენა 28 ოქტომბერს ბარსელონაში, Mozilla Festival-ზე გაიმართება.
