სპეკულაციური პოეზიის მიმართულებით მომუშავე BIPOC ავტორებისთვის ლინდა დ. ედისონის სახელობის ახალი ჯილდო დაფუძნდა. როგორც ჟურნალი Locus-ი წერს, ლინდა დ. ედისონის სპეკულაციური პოეზიის სტიპენდია (Linda D. Addison Speculative Poetry Fellowship) გამომცემლობა Qilin Press-მა დააარსა. პროექტი იმ პოეტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომლებიც დაუქვეყნებელ ან შექმნის პროცესში მყოფ სპეკულაციურ პოეტურ კრებულებზე მუშაობენ.
ინიციატივა თანამედროვე სპეკულაციურ პოეზიაში BIPOC ავტორების უმნიშვნელოვანესი ლიდერული როლის აღიარებას ემსახურება. სტიპენდიის ფარგლებში ერთი შერჩეული პოეტი 1000 აშშ დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს. გამარჯვებულის ნამუშევარი ხედვის სიღრმეს, მხატვრული ზრდის პოტენციალსა და თემატურ სიმტკიცეს უნდა ავლენდეს.
სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 2027 წლის 18 იანვარს დაიწყება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა ათი დაუქვეყნებელი სპეკულაციური ლექსისგან შემდგარი კრებული უნდა გაგზავნონ. გამარჯვებული სტიპენდიატის ვინაობა კი 2027 წლის სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
