სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: რომანტეზის მკითხველები კლასიკურ ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკას უბრუნდებიან
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
ბაზრის ანალიტიკაინდუსტრია

რომანტეზის მკითხველები კლასიკურ ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკას უბრუნდებიან

ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკური ციკლების გაყიდვები მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად იზრდება. ამის შესახებ გამომცემლები ActuaLitté-სთან საუბრობენ.

განახლების თარიღი: 15 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
რომანტეზის მკითხველები კლასიკურ ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკას უბრუნდებიან
ფოტო: Cory Doctorow / Wikimedia Commons (CC BY-SA 2.0)
გაზიარება
Highlights
  • სტივენ ერიქსონის წიგნების გაყიდვები გაერთიანებულ სამეფოში 149%-ით გაიზარდა.
  • საფრანგეთში ერიქსონის საგის გაყიდულმა ტირაჟმა 137 000 ეგზემპლარს გადააჭარბა.
  • 2027 წელს ციკლის ხელახალ გამოცემას შეერთებულ შტატებში Tor-იც გეგმავს.

ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკური ციკლების გაყიდვები მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად იზრდება, რასაც დიდწილად რომანტეზის პოპულარობა განაპირობებს. როგორც გამოცემა ActuaLitté იტყობინება, გამომცემლები ძველი წიგნების გაყიდვების საგრძნობ გამოცოცხლებაზე საუბრობენ. რომანტიკული ფენტეზის მკითხველები, ონლაინ საზოგადოებების რეკომენდაციებით, ნელ-ნელა უფრო ვრცელ და მასშტაბურ ჟანრებში ინაცვლებენ.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

კანადელი მწერლის სტივენ ერიქსონის ნაწარმოებების გაყიდვები გაერთიანებულ სამეფოში, ბრიტანული გამომცემლობა Transworld-ის მონაცემებით, 2024-სა და 2025 წელს შორის 149%-ით გაიზარდა. ამ ინტერესის საპასუხოდ, Transworld-მა სექტემბერში ერიქსონის ათტომიანი ციკლის, „Malazan Book of the Fallen“-ის ხელახალი გამოცემა დაიწყო ახალი ყდებით. ამ სერიის პირველი წიგნი, „Gardens of the Moon“, 27 წლის წინ გამოიცა. 2027 წელს ამავე სერიის ხელახალ გამოცემას შეერთებულ შტატებში გამომცემლობა Tor-იც გეგმავს.

გამომცემლობა Transworld-ის სარედაქციო დირექტორმა საიმონ ტეილორმა აღნიშნა:

ბუკტოკი გირჩევთ

მაღაზიების კრიზისის ფონზე არგენტინაში Mercado Libre-ზე წიგნების გაყიდვები 23%-ით გაიზარდა
მაღაზიების კრიზისის ფონზე არგენტინაში Mercado Libre-ზე წიგნების გაყიდვები 23%-ით გაიზარდა
23 ნოემბერი, 2026
Goodreads-ის მკითხველთა რჩეულის ჯილდოს ნომინანტები ცნობილია
Goodreads-ის მკითხველთა რჩეულის ჯილდოს ნომინანტები ცნობილია
22 ნოემბერი, 2026
იაპონიაში ორ წელიწადში წიგნის 80 ახალი მაღაზია გაიხსნა
იაპონიაში ორ წელიწადში წიგნის 80 ახალი მაღაზია გაიხსნა
21 ნოემბერი, 2026

არ ვფიქრობ, რომ ისინი რომანტეზის თავს ანებებენ, პირიქით, ამ ჟანრს ერთგვარ კარიბჭედ იყენებენ.

ერიქსონის ეპიკური საგის მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნებშიც მაღალია. საფრანგეთში ციკლი გამომცემლობა Leha-მ სათაურით „Le Livre des Martyrs“ გამოსცა, ემანუელ შასტელიერისა და ნიკოლა მერიენის თარგმანით. ამ ქვეყანაში სერიას Le Livre de Poche-ც ბეჭდავს და გაყიდულმა ტირაჟმა უკვე 137 000 ეგზემპლარს გადააჭარბა.

როგორ აცოცხლებს რომანტეზი და სოციალური ქსელები კლასიკას

სპეციალიზებულმა გამომცემლობა The Broken Binding-მა 2024 წლიდან ერიქსონის საგის დელუქს გამოცემების გამოშვება დაიწყო. ციკლის პირველი სამი ტომისგან შემდგარი ნაკრები, რომელთა ფასიც 150 ფუნტი სტერლინგია, ნოემბერში უკვე მეოთხე ტირაჟით დაიბეჭდა. „Malazan“-ის სამყაროს მიმართ მკითხველთა ინტერესის შენარჩუნებაში დიდი წვლილი Reddit-ის დისკუსიებსა და წიგნის მოყვარულთა რეკომენდაციებს მიუძღვის.

მსგავსი ტენდენცია სამეცნიერო ფანტასტიკის სხვა ძველ გამოცემებზეც ვრცელდება. ჟაკლინ ჰარპმანის 1995 წლის რომანი „Moi qui n’ai pas connu les hommes“, რომელიც ინგლისურად 2019 წელს სათაურით „I Who Have Never Known Men“ გამოიცა, მკითხველისთვის ხელახლა აღმოჩენად იქცა. გამომცემლობა Vintage Classics-ის სარედაქციო დირექტორმა ნიკ სკიდმორმა წიგნის განახლებული პოპულარობა პირდაპირ TikTok-ის რეკომენდაციებს დაუკავშირა.

ამავე დროს, ბრიტანულმა გამომცემლობა Headline-მა სექტემბერში ოქტავია ე. ბატლერის სერია „Patternist“ ხელახლა გამოსცა, მათ შორის ადრე ტირაჟიდან ამოღებული ტომი „Survivor“. ამერიკელი მწერლის შემოქმედების მიმართ მკითხველთა ინტერესის წინა დიდი ტალღა 2020 წელს, მისი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ შეინიშნა.

გაიგე მეტი:ბესტსელერირომანტეზისტივენ ერიქსონიფენტეზიწიგნის ბაზარი
წყარო:ActuaLitté
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?