ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: Authors First-მა წიგნების ეკრანიზაციისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
AI & საავტორო უფლებებიეკრანიზაციები

Authors First-მა წიგნების ეკრანიზაციისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა

ხელოვნური ინტელექტის სტუდია Authors First-ი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის წიგნების ეკრანიზაციაზე იმუშავებს. სტარტაპმა საწყის ეტაპზე 10 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება მიიღო.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
Authors First-მა წიგნების ეკრანიზაციისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა
ილუსტრაცია: AI
გაზიარება
Highlights
  • რობერტ ჰემვის სტუდია Authors First-მა საწყის რაუნდში 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა.
  • Authors First-ი ავტორებს საკუთარი წიგნების ეკრანიზაციაზე სრულ შემოქმედებით კონტროლს მისცემს.
  • სადებიუტო პროექტი კონ იგულდენის რომანის ადაპტაცია „Genghis: Birth of an Empire“ იქნება.

სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის წიგნების ეკრანიზაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტის ახალი სტუდია Authors First-ი შეიქმნა, რომელმაც საწყის ეტაპზე 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა. როგორც Variety წერს, სტარტაპი მწერლებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციაზე თავად იმუშაონ და ამ პროცესში შემოქმედებითი ხედვა სრულად შეინარჩუნონ.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

კომპანია კერძო კაპიტალის სფეროს ვეტერანმა რობერტ ჰემვიმ დააფუძნა, რომელიც სტუდიაში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. საწყისი დაფინანსების რაუნდში მონაწილეობა მიიღეს ვენჩურულმა ფირმა Brand Foundry-მ, დეივიდ ბლიცერის საოჯახო ოფისმა, თავად რობერტ ჰემვიმ, ასევე ინვესტორებმა ენდი მილსმა, მაიკ დუგალმა და ჯონ კლაინმა. Authors First-ის ხელმძღვანელ გუნდში შედიან ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Hulu, Warner Bros. და Universal-ი.

სტუდიის შექმნის მიზნებსა და ავტორებისთვის შეთავაზებულ პირობებზე საუბრისას რობერტ ჰემვიმ აღნიშნა:

ბუკტოკი გირჩევთ

ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები: თიენძინის სასამართლომ დავა მოაგვარა
ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები: თიენძინის სასამართლომ დავა მოაგვარა
3 ნოემბერი, 2026
ფრედერიკ მარტენი ლიტერატურაში ხელოვნური ინტელექტის დეტექტორებს უპირისპირდება
ფრედერიკ მარტენი ლიტერატურაში ხელოვნური ინტელექტის დეტექტორებს უპირისპირდება
3 ნოემბერი, 2026
Kindle+ – Amazon-ის განახლებული სერვისი ხელოვნური ინტელექტის აუდიოწიგნებს მოიცავს
Kindle+ – Amazon-ის განახლებული სერვისი ხელოვნური ინტელექტის აუდიოწიგნებს მოიცავს
1 ნოემბერი, 2026

Authors First-ი იმიტომ შევქმენით, რომ ავტორებს სრული შემოქმედებითი კონტროლი და თანამედროვე ხელსაწყოები მივცეთ, რათა საწარმოო ბიუჯეტმა აღარ განსაზღვროს, რისი ჩვენებაა შესაძლებელი ეკრანზე.

ჩინგიზ-ყაენის ეპოსი და წიგნების ეკრანიზაცია ხელოვნური ინტელექტით

ახალი სტუდიის სადებიუტო პროექტი „Genghis: Birth of an Empire“ ბრიტანელი მწერლის, კონ იგულდენის 2007 წლის რომანის, „Wolf of the Plains“-ის ადაპტაციაა. წიგნი ჩინგიზ-ყაენის ცხოვრების ამბავსა და მისი იმპერიის აღზევებას ეძღვნება. იგულდენმა აღნიშნა, რომ წარსულში რომანის ეკრანიზაციის ყველა შეთავაზება ჩაიშალა, რადგან ისტორიული ეპოსის გადაღება უზარმაზარ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა. მწერლის თქმით, ტრადიციული მეთოდებით ფილმის გადაღებას მონღოლეთის უკაცრიელ გარემოში, ათასობით მილის მანძილზე წლობით ლოკაციებზე მუშაობა და დიდი კაპიტალი დასჭირდებოდა.

სადებიუტო ფილმი „Genghis: Birth of an Empire“ დიდწილად ხელოვნური ინტელექტის გენერატორებით შეიქმნა. ამასთან, დაახლოებით 25 ადამიანისგან შემდგარი შემოქმედებითი ჯგუფი უშუალოდ მუშაობდა სიუჟეტის განვითარებაზე, კამერის რაკურსებსა და პერსონაჟების დიალოგებზე. ტექნოლოგიური პროცესისთვის Authors First-ი იყენებს ხელოვნური ინტელექტის ისეთ გენერატორებს, როგორიცაა Seedance 2.5 და Nano Banana, ასევე ვიზუალური ეფექტების პროგრამა Blender-ს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ლიტერატურული ტექსტების ადაპტაციაზე კინოინდუსტრიაში სხვა სტუდიებიც მუშაობენ. კომპანია Utopai Studios-ი გენერაციული ტექნოლოგიებით მაიკ ბენდერის საბავშვო წიგნის, „The Most Serious Fart“-ისა და ჩინური კლასიკური ნაწარმოების, „Journey to the West“-ის ეკრანიზაციებს ამზადებს. პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის ანიმაციური სტუდია Intelligent Animation-ი მიკროსერიალების პლატფორმა aTwist-ისთვის „The Dragon Prince’s Bride“-ის ეკრანიზაციაზე მუშაობს.

გაიგე მეტი:Authors Firstკონ იგულდენირობერტ ჰემუიწიგნების ეკრანიზაციახელოვნური ინტელექტი
წყარო:Variety
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?