მწერალმა ბონი გარმუსმა ახალი რომანი „Peck & Peck“ გამოაქვეყნა. ამის შესახებ The Guardian-ი და Literary Hub-ი წერენ. რომანი დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა Bonnier-მა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში Scribner-მა 13 ოქტომბერს გამოსცა.
ახალი რომანის მოქმედება 1980-იან წლებში, ნიუ-იორკში ვითარდება. სიუჟეტის მთავარი გმირია 25 წლის დამწყები პოეტი ბეტერ გრეი, რომელიც იქ კალიფორნიის ქალაქ იუბა-სიტიდან ჩადის. ის სამუშაოს კვარტალურ სალიტერატურო ჟურნალ „Peck & Peck“-ში შოულობს, სადაც მას ქსეროქსის ასლების გადაღება ევალება.
გამოცემა საკმაოდ ექსცენტრიკული გარემოთი გამოირჩევა. ჟურნალს ერთმანეთთან დაპირისპირებული ტყუპი მთავარი რედაქტორი, დეკლონიუსი და სოლტონ პეკები ხელმძღვანელობენ. რედაქციაში 39 რედაქტორი მუშაობს, ხოლო საფოსტო განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, ყოველკვირეულად ათასობით დაწუნებულ პოეტურ განაცხადს ღუმელში წვავენ.
პერსონაჟისა და წიგნის იდეის შესახებ ბონი გარმუსმა აღნიშნა:
ყველაფერი ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს; მათ უბრალოდ პატივი უნდა სცენ ერთმანეთს. სწორედ აქ შემოდის „ნაცრისფერი.
„Peck & Peck“ ავტორის მეორე რომანია. ბონი გარმუსის სადებიუტო წიგნის „Lessons in Chemistry“ საერთაშორისო მასშტაბით ცხრა მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ამავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილმა სატელევიზიო სერიალმა 2023 წელს ემის ჯილდო (Emmy Award) მოიპოვა.
