სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: გუადალახარის წიგნის ბაზრობა: იტალია ფესტივალზე საპატიო სტუმრად ბრუნდება
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
ფესტივალებიინდუსტრია

გუადალახარის წიგნის ბაზრობა: იტალია ფესტივალზე საპატიო სტუმრად ბრუნდება

გუადალახარის წიგნის ბაზრობა იტალიას 18-წლიანი პაუზის შემდეგ საპატიო სტუმრად უმასპინძლებს. მე-40 საიუბილეო ფესტივალი 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაგრძელდება.

განახლების თარიღი: 17 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
გუადალახარის წიგნის ბაზრობა: იტალია ფესტივალზე საპატიო სტუმრად ბრუნდება
ფოტო: Giornale della Libreria
გაზიარება
Highlights
  • გუადალახარაში იტალიას 50-ზე მეტი გამომცემლობა და 60-ამდე დელეგატი წარადგენს.
  • 2024 წელს იტალიიდან გაყიდულ სათარგმნ უფლებებში ესპანურენოვანმა სივრცემ 15% დაიკავა.

გუადალახარის წიგნის ბაზრობა იტალიას 18-წლიანი პაუზის შემდეგ საპატიო სტუმრად უმასპინძლებს. ამის შესახებ დარგობრივი გამოცემა Giornale della Libreria და კატალონიის გამომცემელთა გილდია (Gremi d’Editors de Catalunya) წერენ. საიუბილეო, მე-40 საერთაშორისო ფესტივალი მექსიკის ქალაქ გუადალახარაში 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაგრძელდება.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

იტალიურ პროგრამაში 120-ზე მეტი ლიტერატურული და პროფესიული შეხვედრა შედის. ამ ღონისძიებებში მონაწილეობას 60-ამდე მწერალი და საგამომცემლო დარგის დელეგატი მიიღებს. მთლიანობაში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე სულ მცირე 50 იტალიური გამომცემლობა და ავტორთა მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩავა.

29 ნოემბერს ბაზრობის ლიტერატურულ პროგრამას ალესანდრო ბარიკო და მექსიკელი ავტორი ვალერია ლუისელი საზეიმოდ გახსნიან. იტალიის ეროვნულ პავილიონში 30-ზე მეტი გამომცემლობა განთავსდება. იქვე იმუშავებს სპეციალური წიგნის მაღაზიაც, რომელიც სტუმრებს იტალიურენოვან ორიგინალ გამოცემებსა და მათ ესპანურ თარგმანებს შესთავაზებს.

ბუკტოკი გირჩევთ

მარისოლ შულცი
გუადალახარის წიგნის ბაზრობის დირექტორი: ხალხი იმაზე მეტს კითხულობს, ვიდრე ადრე
22 ნოემბერი, 2026
ზაგრებში წიგნის 48-ე ბაზრობა Interliber-ი გაიხსნა
ზაგრებში წიგნის 48-ე ბაზრობა Interliber-ი გაიხსნა
10 ნოემბერი, 2026
ხოსეფინა ლისიტრა რომანისთვის „Crac“ სორ ხუანას პრემიის ლაურეატი გახდა
ხოსეფინა ლისიტრა რომანისთვის „Crac“ სორ ხუანას პრემიის ლაურეატი გახდა
9 ნოემბერი, 2026

იტალიის პავილიონის დიზაინის შთაგონების წყარო გახდა მწერალ უმბერტო ეკოს ცნობილი გამონათქვამი იმის შესახებ, რომ სამყარო დიდი წიგნივით მეტყველებს. ქვეყნის წარდგენას იტალიის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროები, იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტო (ICE) და იტალიის გამომცემელთა ასოციაცია (AIE) უწევს ორგანიზებას.

საავტორო უფლებების ცენტრი და საერთაშორისო მონაწილეები

ფესტივალზე საავტორო უფლებების ცენტრიც გაფართოვდა. სივრცეში მოლაპარაკების 110 მაგიდა მოეწყო, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული გამომცემლები იმუშავებენ. იტალიური საგამომცემლო სექტორისთვის ესპანურენოვან სივრცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: 2024 წელს იტალიიდან გაყიდულ სათარგმნ უფლებებს შორის ესპანურენოვანი მიმართულება 15%-იანი წილით პირველ ადგილზე გავიდა.

ბაზრობის მსვლელობისას, 30 ნოემბერს, AIE იტალიის საგამომცემლო ბაზრის მიმოხილვას წარადგენს. 1 დეკემბერს კი სპეციალური სემინარი გაიმართება, რომელიც იტალიასა და ლათინურ ამერიკას შორის თარგმანებისა და საავტორო უფლებების გაცვლას მიეძღვნება.

ღონისძიებაზე ესპანეთი კვლავ სოლიდური ექსპოზიციით გამოვა როგორც საერთო ეროვნული წარმომადგენლობით, ისე ავტონომიური გაერთიანებების ცალკეული სტენდებით. გარდა ამისა, ფესტივალის ისტორიაში პირველად ეროვნულ სტენდს გამართავს ჩინეთი, რომელსაც სახელმწიფო კომპანია „ჩინეთის საერთაშორისო საგამომცემლო ჯგუფი“ (CIPG) წარადგენს.

გაიგე მეტი:ალესანდრო ბარიკოგუადალახარის წიგნის ბაზრობავალერია ლუისელიიტალიური ლიტერატურაწიგნის ბაზრობა
წყარო:Giornale della LibreriaGremi d'Editors de Catalunya
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?