ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: IFRRO-ს კვლევა: გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
AI & საავტორო უფლებები

IFRRO-ს კვლევა: გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები

გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა საავტორო უფლების მფლობელთა შემოსავალზე პირდაპირი უარყოფითი გავლენა მოახდინა. გამოკითხულთა 96% მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მათ ინტერესებს ვეღარ იცავს.

განახლების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
IFRRO-ს კვლევა: გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები
ფოტო: AlexanderStein / Pixabay
გაზიარება
Highlights
  • IFRRO-მ თითქმის 2000 რესპონდენტის მონაწილეობით ხელოვნური ინტელექტის გავლენის კვლევა გამოაქვეყნა.
  • გამოკითხულთა 75%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ახალი ტექნოლოგიები დასაქმებულებს სამუშაო ადგილებს დააკარგვინებს.

რეპროდუქციის უფლებათა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRRO) გლობალური კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ტექსტისა და გამოსახულების სექტორზე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავლენას აანალიზებს. როგორც გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს, ანგარიში სახელწოდებით „The Legal, Policy, and Market Impact of Artificial Intelligence on Text and Image-Based Works“ იურისტსა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პროფესორ ელეონორა როზატისთან თანამშრომლობით მომზადდა. ახალი ნაშრომი სამართლებრივსა და საბაზრო ანალიზს აერთიანებს წელს ჩატარებულ გლობალურ გამოკითხვასთან, რომელშიც თითქმის 2000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევაში ხაზგასმულია, რომ არსებული საავტორო უფლებები ავტორთა და გამომცემელთა დასაცავად საკმარისი აღარ არის.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

ჩატარებული გამოკითხვის შედეგები შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ რთულ ვითარებას ასახავს. მონაწილეთა 90%-ზე მეტმა განაცხადა, რომ გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა საავტორო უფლების მფლობელთა შემოსავალზე პირდაპირი და უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამასთანავე, რესპონდენტთა 75%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ახალი ტექნოლოგიური პროცესები შემოქმედებით სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილებს დააკარგვინებს.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება სამართლებრივ ჩარჩოებს ეთმობა: გამოკითხულთა 96% მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მათ ადეკვატურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ამავე დროს, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიცენზიების შემოღება მათ ფინანსურ მდგომარეობას არსებითად გააუმჯობესებდა.

ბუკტოკი გირჩევთ

ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები: თიენძინის სასამართლომ დავა მოაგვარა
ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლებები: თიენძინის სასამართლომ დავა მოაგვარა
3 ნოემბერი, 2026
ფრედერიკ მარტენი ლიტერატურაში ხელოვნური ინტელექტის დეტექტორებს უპირისპირდება
ფრედერიკ მარტენი ლიტერატურაში ხელოვნური ინტელექტის დეტექტორებს უპირისპირდება
3 ნოემბერი, 2026
Kindle+ – Amazon-ის განახლებული სერვისი ხელოვნური ინტელექტის აუდიოწიგნებს მოიცავს
Kindle+ – Amazon-ის განახლებული სერვისი ხელოვნური ინტელექტის აუდიოწიგნებს მოიცავს
1 ნოემბერი, 2026

საავტორო უფლებები და სამი ძირითადი მოთხოვნა

კვლევის ავტორთა დასკვნით, საავტორო უფლებით დაცული მასალების უნებართვო და მასშტაბური გამოყენება ავტორთა თანხმობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანი ანაზღაურების გარეშე სამართლებრივადაც და ეკონომიკურადაც არამდგრადია.

ანგარიში გენერაციული სისტემების განვითარებისთვის სამ ძირითად მოთხოვნას აყალიბებს: პირველია საავტორო უფლების მფლობელთა არსებითი თანხმობა, მეორე – საავტორო უფლებების პრინციპების მკაცრი აღსრულება, ხოლო მესამე – სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა როგორც ალგორითმების სწავლების, ისე საბოლოო შედეგის მიღების ეტაპებზე.

IFRRO-მ ანგარიშის წარსადგენად ვებინარი 23 ნოემბერს დანიშნა. ონლაინ ღონისძიებაზე ელეონორა როზატი კვლევის მთავარ შედეგებს პირადად მიმოიხილავს, რის შემდეგაც ფედერაციის წევრებთან ერთად სადისკუსიო შეხვედრა გაიმართება.

გაიგე მეტი:IFRROPublishing Perspectivesელეონორა როზატისაავტორო უფლებებიხელოვნური ინტელექტი
წყარო:Publishing Perspectives
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?