ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: საბავშვო წიგნებში შავკანიანი მთავარი პერსონაჟების წილი ბრიტანეთში შემცირდა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
ბაზრის ანალიტიკაინდუსტრია

საბავშვო წიგნებში შავკანიანი მთავარი პერსონაჟების წილი ბრიტანეთში შემცირდა

დიდ ბრიტანეთში ათ წლამდე ასაკის მკითხველებისთვის გამოცემულ საბავშვო წიგნებში შავკანიანი მთავარი პერსონაჟების რაოდენობა შემცირდა. ანგარიშის თანახმად, კლება სხვა ჯგუფებშიც შეინიშნება.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
საბავშვო წიგნებში შავკანიანი მთავარი პერსონაჟების წილი ბრიტანეთში შემცირდა
ილუსტრაცია: AI
გაზიარება
Highlights
  • ბრიტანეთში გამოკვლეული 2189 საბავშვო წიგნიდან შავკანიანი მთავარი გმირი მხოლოდ 47 გამოცემაში აღმოჩნდა.
  • ინგლისსა და უელსში ათ წლამდე ასაკის ბავშვების 8,5% შავკანიანია, წიგნებში კი მათი წილი მხოლოდ 2,1%-ია.

დიდ ბრიტანეთში ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოცემულ საბავშვო წიგნებში შავკანიანი მთავარი პერსონაჟების რაოდენობა 2025 წელს თითქმის 8%-ით შემცირდა. როგორც The Guardian-ი ორგანიზაცია Inclusive Books for Children-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, გამოკვლეული 2189 წიგნიდან შავკანიანი მთავარი გმირი მხოლოდ 47 გამოცემაში გვხვდება, რაც წინა წელთან შედარებით 7,8%-იანი კლებაა.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

ინგლისსა და უელსში ათ წლამდე ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 8,5%-ს შავკანიანი ბავშვები შეადგენენ, მაშინ როცა ასეთი მთავარი პერსონაჟები შესწავლილი წიგნების მხოლოდ 2,1%-ში გამოჩნდნენ. სამხრეთაზიური წარმოშობის მთავარი გმირების წილი 14,3 პროცენტული პუნქტით, 1,4%-მდე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში სამხრეთაზიელი ბავშვების წილი 12,4%-ია. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის წარმომავლობის მთავარი პერსონაჟი კი 2025 წელს სულ სამ წიგნში აღმოჩნდა – ეს წინა წელთან შედარებით 50%-იანი ვარდნაა და სამივე მათგანი მხოლოდ ლტოლვილთა ამბებს ეხებოდა.

სულ გამოკვლეული წიგნებიდან 150 დასახელებაში – ანუ 6,9%-ში – მთავარი გმირი ეთნიკური უმცირესობის, შშმ ან ნეიროგანსხვავებული ჯგუფის წარმომადგენელი იყო. ამ 150 მრავალფეროვანი წიგნიდან 37,3%-ის შემთხვევაში ავტორებსა და ილუსტრატორებს თავად არ ჰქონდათ იგივე წარმომავლობა, რაც მათ მარგინალიზებულ პერსონაჟებს. შშმ მთავარი გმირის მქონე ილუსტრირებული წიგნების რაოდენობა 60%-ით შემცირდა და ორ დასახელებამდე დავიდა, თანაც არცერთი მათგანი არ შეუქმნია შშმ ავტორს ან ილუსტრატორს.

ბუკტოკი გირჩევთ

ბრიტანეთში თავსატეხების წიგნების გაყიდვებმა რეკორდს მიაღწია
ბრიტანეთში თავსატეხების წიგნების გაყიდვებმა რეკორდს მიაღწია
3 ნოემბერი, 2026
Agrafka-ს წიგნი ესტონური პრემია Paabeli Torn-ის მოკლე სიაში მოხვდა
Agrafka-ს წიგნი ესტონური პრემია Paabeli Torn-ის მოკლე სიაში მოხვდა
2 ნოემბერი, 2026
ბრიტანეთის წიგნის მაღაზიებში სარა ჯ. მაასის ახალმა რომანმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
ბრიტანეთის წიგნის მაღაზიებში სარა ჯ. მაასის ახალმა რომანმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
30 ოქტომბერი, 2026

გარკვეული ზრდა მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით შეინიშნებოდა: ილუსტრირებულ წიგნებში ნეიროგანსხვავებული პერსონაჟების რაოდენობა სამი დასახელებიდან 13-ამდე გაიზარდა, ხოლო ჩვილებისა და პატარების კატეგორიაში მარგინალიზებული გმირების მქონე გამოცემების მაჩვენებელმა 29,4%-ით მოიმატა.

ჯეიკ ჰოუპმა აღნიშნა:

ეს მაჩვენებლები მხოლოდ სტატისტიკა არ უნდა იყოს, არამედ მოქმედებისკენ მოწოდება მუდმივი ცვლილებებისა და გაუმჯობესებისთვის.

გაიგე მეტი:Inclusive Books for Childrenბრიტანეთისაბავშვო წიგნებისაგამომცემლო ბაზარისტატისტიკა
წყარო:The Guardian
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?