სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 45-ედ გაიხსნა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
ფესტივალებიინდუსტრია

შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 45-ედ გაიხსნა

შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 45-ედ გაიხსნა. წლევანდელი საპატიო სტუმარი ომანია, პარალელურად კი გამომცემელთა მე-16 კონფერენცია ჩატარდა.

განახლების თარიღი: 7 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 45-ედ გაიხსნა
ფოტო: Sharjah Publishers Conference
გაზიარება
Highlights
  • შარჯის წიგნის 45-ე ბაზრობის კონფერენციამ 126 ქვეყნის 1888 გამომცემელს უმასპინძლა.
  • საავტორო უფლებების გაცვლის თაობაზე დაახლოებით 7980 საქმიანი მოლაპარაკება შედგა.

შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 4 ნოემბერს 45-ედ გაიხსნა და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. როგორც Publishing Perspectives-ი წერს, პარალელურად გაიმართა შარჯის გამომცემელთა მე-16 კონფერენციაც, რომელმაც 1-იდან 3 ნოემბრამდე 126 ქვეყნის 1888 გამომცემელს უმასპინძლა. პროფესიულ შეხვედრებზე საავტორო უფლებების გაცვლის თაობაზე დაახლოებით 7980 საქმიანი მოლაპარაკება შედგა. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შეიხა ბუდურ ალ-ყასიმიმ აღნიშნა:

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

ჩვენ, გამომცემლებმა, ერთდროულად უნდა ავაჩქაროთ და შევანელოთ ტემპი.

საპატიო სტუმარი ომანი შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე

წლევანდელ გამოფენაზე საპატიო სტუმარი ომანია. ქვეყნის პავილიონში დამთვალიერებლებისთვის XI და XIV საუკუნეების ისტორიული ხელნაწერები გამოიფინა, რომლებიც სამედიცინო მეცნიერებასა და საზღვაო ნავიგაციას ეხება. მასკატის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის დირექტორმა აჰმედ ალ-რავაჰიმ აქვე განაცხადა, რომ მათი მომდევნო ღონისძიება 2027 წლის მარტის ბოლოს ჩატარდება.

შარჯის გამომცემელთა კონფერენციას საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებიდან 60-ამდე გამომცემელი დაესწრო, მათ შორის 28 ფრანკოფონი წარმომადგენელი. ამ შეხვედრაზე მასიმბა ტინაშე მადონდომ გამოაცხადა, რომ 2027 წელს ზიმბაბვეს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა ჰარარეს წიგნის საერთაშორისო ბაზრობის სახელით განახლდება. ამავე დროს, კაიროში დაფუძნებულმა გამომცემლობა Kayan Publishing-მა ახალი ლიტერატურული და მთარგმნელობითი სააგენტო Rikaza წარადგინა.

ბუკტოკი გირჩევთ

გუადალახარის წიგნის ბაზრობა: იტალია ფესტივალზე საპატიო სტუმრად ბრუნდება
გუადალახარის წიგნის ბაზრობა: იტალია ფესტივალზე საპატიო სტუმრად ბრუნდება
17 ნოემბერი, 2026
შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 45-ედ გაიხსნა
შარჯის გამომცემელთა კონფერენციაზე საავტორო უფლებებზე 8000-ამდე შეხვედრა გაიმართა
11 ნოემბერი, 2026
ზაგრებში წიგნის 48-ე ბაზრობა Interliber-ი გაიხსნა
ზაგრებში წიგნის 48-ე ბაზრობა Interliber-ი გაიხსნა
10 ნოემბერი, 2026

ბაზრობის მეშვიდე დარბაზი მთლიანად ინდურ, ძირითადად კერალას შტატის გამომცემლობებს დაეთმო. მათ შორის გამომცემლობა DC Books-მა ნასიფ კალაიათის 2024 წლის სადებიუტო რომანის 160 000 ეგზემპლარი გაყიდა, რომლის შთაგონებაც ავტორის ბებია-ბაბუა გახდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პალესტინელი გამომცემლისა და ვოლტერის პრემიის (Prix Voltaire) 2024 წლის ლაურეატის, სამირ მანსურის, გამოცემებიც, მიუხედავად იმისა, რომ მას 2022 წლის შემდეგ ღაზის დატოვება არ შეუძლია. შარჯაში გამართულ ღონისძიებებს ასევე დაესწრო ვოლტერის პრემიის 2025 წლის გამარჯვებული ნადია კანდრუსევიჩი. შარჯის საგამომცემლო მდგრადობის ფონდ Onshur-ის Disrupt Track-ის პირველი ჯილდო კი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა KlooBR-ის შემქმნელებმა ანა ლიამ და რიკარდო ალმეიდამ მოიპოვეს.

გაიგე მეტი:გამომცემლებივოლტერის პრემიაომანიშარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაწიგნის ბაზრობა
წყარო:Publishing Perspectives
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
დაუმორჩილებლობის ევანგელე: „ფავნის ლაბირინთი“

დაუმორჩილებლობის ევანგელე: „ფავნის ლაბირინთი“

5 ქულა 5-დანᲨᲔᲓᲔᲕᲠᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?