ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: მსახიობებმა და მწერლებმა სალი რუნის მხარდასაჭერად ღია წერილი გამოაქვეყნეს
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებიავტორებისიახლეები

მსახიობებმა და მწერლებმა სალი რუნის მხარდასაჭერად ღია წერილი გამოაქვეყნეს

ხელოვნების სფეროს 160-ამდე წარმომადგენელმა ირლანდიელი მწერლის სალი რუნის მხარდასაჭერად ბრიტანეთის მთავრობისადმი მიმართულ ღია წერილს მოაწერა ხელი. ხელმომწერებს შორის არიან პოლ მესკალი, დეიზი ედგარ-ჯოუნსი და ზადი სმითი.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
მსახიობებმა და მწერლებმა სალი რუნის მხარდასაჭერად ღია წერილი გამოაქვეყნეს
ილუსტრაცია: AI
გაზიარება
Highlights
  • პოლ მესკალმა და ზადი სმითმა ბრიტანეთისგან სალი რუნის წიგნების ხელმისაწვდომად დატოვება მოითხოვეს.
  • Faber-მა ბრიტანეთში რუნის რომანების დისტრიბუცია Palestine Action-ის მხარდაჭერის გამო შეწყვიტა.
  • „Normal People-ის“ გაყიდვებმა გაერთიანებულ სამეფოში ერთ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.

ხელოვნების სხვადასხვა სფეროს 160-ამდე წარმომადგენელმა ირლანდიელი მწერლის სალი რუნის დასაცავად ბრიტანეთის მთავრობისადმი მიმართულ ღია წერილს მოაწერა ხელი. ბრიტანულ გამოცემა The New Statesman-ში გამოქვეყნებულ წერილში ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუნი მწერალია და არა ტერორისტი. ამის შესახებ Literary Hub-ი, The Hollywood Reporter-ი, Variety-ი და Deadline-ი წერენ.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

წერილს ხელი მოაწერეს მსახიობებმა პოლ მესკალმა და დეიზი ედგარ-ჯოუნსმა, რომლებმაც სახელი რუნის რომან „Normal People-ის“ 2020 წლის ეკრანიზაციაში მთავარი როლების შესრულებით გაითქვეს. ხელმომწერთა შორის ასევე არიან მსახიობები ჯესი ბაკლი, სუზან სარანდონი და ტილდა სუინტონი, რეჟისორები ჯონათან გლეიზერი და ლენი აბრაჰამსონი, მწერლები ზადი სმითი, ირვინ უელში, პატრიშა ლოკვუდი, სოფი კემპი, ამიტავ გოში, ნამვალი სერპელი, ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი, ნაომი კლაინი და მუსიკალური ჯგუფები Massive Attack და Kneecap.

წერილის ავტორები ბრიტანეთის ხელისუფლების პოლიტიკას ირიბ ცენზურად აფასებენ და მოითხოვენ, რომ რუნის რომანები მკითხველისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს. მათი განცხადებით, დრაკონული ანტიტერორისტული კანონმდებლობა სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს ლახავს, რის გამოც მთავრობას ამ ნორმების გადახედვისკენ მოუწოდებენ. The New Statesman-ის კულტურის რედაქტორმა ტანჯილ რაშიდმა წერილის პარალელურად საავტორო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ფართო ანტიტერორისტული კანონმდებლობა და ცენზურა გააკრიტიკა.

ბუკტოკი გირჩევთ

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ლოგოები
IPA საქართველოს ერთი სახელმძღვანელოს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს
3 ნოემბერი, 2026
სალი რუნი
საბავშვო ლიტერატურის ლაურეატები სალი რუნის თავიანთ ჰონორარს გადასცემენ
27 ოქტომბერი, 2026
ბრიტანეთში სალი რუნის წიგნების მარაგი იწურება, გაყიდვები კი 291%-ით გაიზარდა
ბრიტანეთში სალი რუნის წიგნების მარაგი იწურება, გაყიდვები კი 291%-ით გაიზარდა
3 ნოემბერი, 2026

სალი რუნის წიგნების დისტრიბუციის შეწყვეტა ბრიტანეთში

ბრიტანულ მაღაზიებში სალი რუნის წიგნების დისტრიბუცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მწერალმა ორგანიზაცია Palestine Action-ს მხარდაჭერა გამოუცხადა – ეს ჯგუფი ბრიტანეთის მთავრობამ 2025 წლის ივლისში ტერორისტულ გაერთიანებად გამოაცხადა. რუნიმ საჯაროდ განაცხადა, რომ წიგნებისა და ეკრანიზაციების ჰონორარებს სწორედ ამ მოძრაობას გადაურიცხავს, ბრიტანეთში წიგნების გამოცემის მცდელობა კი შესაძლოა სერიოზულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულად ჩაითვალოს. გამომცემლობა Faber-მა განმარტა, რომ კანონი მას ავტორისთვის თანხის გადარიცხვას უკრძალავს, რის გამოც მწერალთან შეთანხმებით გაერთიანებულ სამეფოში მისი ნაწარმოებების მიწოდება სრულად შეწყვიტა. გამომცემლობამ აღნიშნა:

ავტორის ნაწარმოების გაყიდვა და შემოსავლის გადაცემის შეუძლებლობა გამომცემლისთვის მიუღებელი მდგომარეობაა.

„Normal People-ის“ გაყიდვებმა გაერთიანებულ სამეფოში ერთ მილიონს გადააჭარბა. ავტორის ორი სხვა რომანის – „Conversations With Friends-ისა“ და „Beautiful World, Where Are You-ს“ – 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მანამდე, აგვისტოში, რუნიმ გამოცემა The Irish Times-ში გამოაქვეყნა საავტორო წერილი, რომელშიც Palestine Action-ის მიმართ თავისი უცვლელი მხარდაჭერა დაადასტურა.

გაიგე მეტი:The New Statesmanდეიზი ედგარ-ჯოუნსიპოლ მესკალისალი რუნიცენზურა
წყარო:Literary HubThe Hollywood ReporterVarietyDeadline
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?