ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: საბავშვო ლიტერატურის ლაურეატები სალი რუნის თავიანთ ჰონორარს გადასცემენ
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებიავტორებისიახლეები

საბავშვო ლიტერატურის ლაურეატები სალი რუნის თავიანთ ჰონორარს გადასცემენ

ირლანდიისა და უელსის საბავშვო ლიტერატურის ლაურეატები თავიანთ საავტორო ჰონორარს სალი რუნის გადასცემენ. ავტორებმა ეს ნაბიჯი ბრიტანეთში რუნის წიგნების გაყიდვის შეჩერების შემდეგ გადადგეს.

განახლების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
სალი რუნი
სალი რუნი. ფოტო: Ellius Grace
გაზიარება
Highlights
  • კრის ჰოტონი და ნიკოლა დეივისი სალი რუნის ჰონორარს Palestine Action-ის გამო გადასცემენ.
  • ბრიტანული კანონმდებლობით, Palestine Action-ის დაფინანსება 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ირლანდიისა და უელსის საბავშვო ლიტერატურის ლაურეატები, კრის ჰოტონი და ნიკოლა დეივისი, თავიანთ საავტორო ჰონორარს მწერალ სალი რუნის გადასცემენ. როგორც The Guardian-ი წერს, ავტორებმა ეს გადაწყვეტილება სალი რუნის მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად მიიღეს მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში მისი წიგნების გაყიდვა შეწყდა.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

რომანების – „ჩვეულებრივი ადამიანებისა“ (Normal People) და „საუბრები მეგობრებთან“ (Conversations with Friends) – ავტორი იძულებული გახდა, გაერთიანებულ სამეფოში წიგნების გაყიდვა შეეჩერებინა მას შემდეგ, რაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ორგანიზაცია Palestine Action-ს. სალი რუნიმ განაცხადა, რომ გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს სწორედ ამ ჯგუფს გადასცემდა, რაც ქვეყნის ანტიტერორისტულმა კანონმდებლობამ დაბლოკა.

სოლიდარობა სალი რუნის

2025 წლის ივლისში Palestine Action-ი გაერთიანებული სამეფოს ტერორიზმის შესახებ კანონის საფუძველზე აიკრძალა და ისეთ ორგანიზაციათა სიაში მოხვდა, როგორიცაა „ალ-ყაიდა“ და „ბოკო ჰარამი“. ბრიტანული კანონმდებლობით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორგანიზაციის დაფინანსება 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბუკტოკი გირჩევთ

მსახიობებმა და მწერლებმა სალი რუნის მხარდასაჭერად ღია წერილი გამოაქვეყნეს
მსახიობებმა და მწერლებმა სალი რუნის მხარდასაჭერად ღია წერილი გამოაქვეყნეს
3 ნოემბერი, 2026
ბრიტანეთში სალი რუნის წიგნების მარაგი იწურება, გაყიდვები კი 291%-ით გაიზარდა
ბრიტანეთში სალი რუნის წიგნების მარაგი იწურება, გაყიდვები კი 291%-ით გაიზარდა
3 ნოემბერი, 2026
სალი რუნის წიგნების მიწოდება გაერთიანებულ სამეფოში შეწყდა
სალი რუნის წიგნების მიწოდება გაერთიანებულ სამეფოში შეწყდა
3 ნოემბერი, 2026

კრის ჰოტონი გაერთიანებულ სამეფოში თავისი წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხის პირდაპირ სალი რუნისთვის გადარიცხვას გეგმავს. ჰოტონი ორჯერ დააკავეს Palestine Action-ის მხარდამჭერი პლაკატების ტარების გამო, რაც ექვს თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების შესახებ კრის ჰოტონმა განაცხადა:

მთელი ეს ვითარება უბრალოდ ფარსია. სალი რუნისთვის ფულის გაგზავნა ამ აბსურდულ სიტუაციას კიდევ ერთ აბსურდულ საფეხურს ამატებს და კანონის დაცინვად იქცევა.

უელსის საბავშვო ლიტერატურის ლაურეატი ნიკოლა დეივისი კი მწერალს თავისი წიგნის, „The Day War Came“-ის, ექვსი თვის ჰონორარს გადასცემს. ეს ნაწარმოები ომისგან ლტოლვილ ბავშვზე მოგვითხრობს, ხოლო უკრაინასა და პალესტინაში მიმდინარე კონფლიქტებმა მისი გაყიდვები გაზარდა.

პრემიერ-მინისტრის კითხვა-პასუხის დროს ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ Palestine Action-ის აკრძალვა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პროცესს მოჰყვა, რომელსაც პარლამენტმაც დაუჭირა მხარი. თუმცა ორგანიზაციის აკრძალვის კანონიერების საკითხს გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლო წელს, 4 და 5 ნოემბერს განიხილავს. სარჩელის თანახმად, ეს აკრძალვა გამოხატვისა და პროტესტის თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავს.

გაიგე მეტი:Palestine Actionდიდი ბრიტანეთიკრის ჰოტონინიკოლა დეივისისალი რუნი
წყარო:The Guardian
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?