ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: ჩინელი მწერალი ლიუ ჯენიუნი ხუა ძუნგის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
ლიტერატურული ჯილდოებიავტორებიინდუსტრია

ჩინელი მწერალი ლიუ ჯენიუნი ხუა ძუნგის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა

ჩინელი მწერალი ლიუ ჯენიუნი ხუა ძუნგის მსოფლიო ჩინურენოვანი ლიტერატურის მე-18 პრემიის ლაურეატი გახდა. ავტორს ჯილდო კუალა-ლუმპურში გამართულ ცერემონიაზე გადასცეს.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
ჩინელი მწერალი ლიუ ჯენიუნი გამოსვლისას
ჩინელი მწერალი ლიუ ჯენიუნი გამოსვლისას. ფოტო: Auongkinghe / Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)
გაზიარება
Highlights
  • ლიუ ჯენიუნს ხუა ძუნგის მე-18 ლიტერატურული პრემია კუალა-ლუმპურში, 24 ოქტომბერს გადასცეს.
  • 1991 წელს დაარსებული ჯილდო ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოში მხოლოდ ერთ ჩინურენოვან ავტორს ენიჭება.

ჩინელი მწერალი ლიუ ჯენიუნი ხუა ძუნგის მსოფლიო ჩინურენოვანი ლიტერატურის მე-18 პრემიის (Hua Zong World Chinese Literature Award) ლაურეატი გახდა. გამოცემა Publishing Perspectives-ის ცნობით, ავტორს ჯილდო კუალა-ლუმპურში, 24 ოქტომბერს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გადასცეს. ორ წელიწადში ერთხელ დაწესებულ ამ ჯილდოს მალაიზიური მედიაჯგუფი World Chinese Media Group-ი გასცემს, რათა ჩინურენოვან ლიტერატურაში გლობალური მასშტაბით შეტანილი განსაკუთრებული წვლილი აღიაროს.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

ეს პრემია 1991 წელს დაარსდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ჩინურენოვან ავტორებს შორის მხოლოდ ერთ გამარჯვებულს ენიჭება. წლევანდელი ჟიური World Chinese Media Group-ის შვიდი გამოცემის მთავარი რედაქტორისგან შედგებოდა. გადაწყვეტილების მიღებაში მალაიზიური გაზეთების – Sin Chew Daily-ს, Nanyang Siang Pau-ს, China Press-ისა და Guang Ming Daily-ს, ასევე ჰონგ-კონგური გამოცემების – Ming Pao-ს, Ming Pao Monthly-სა და Asia Weekly-ს მთავარი რედაქტორები მონაწილეობდნენ.

ლიუ ჯენიუნის წარმატება და საერთაშორისო აღიარება

ჟიურის წევრებმა გამარჯვებულად ლიუ ჯენიუნი ხმათა უმრავლესობით დაასახელეს. მათ განსაკუთრებით გამოარჩიეს მისი ნაწარმოებების ინტელექტუალური სიღრმე, მხატვრული დაძაბულობა, ირონიული იუმორი, თხრობის გამორჩეული სტრუქტურა და საერთაშორისო გავლენა.

ბუკტოკი გირჩევთ

მარი სილკებერგი პოეზიის საღამოზე
ბელმანის პრემია მწერალსა და მთარგმნელ მარი სილკებერგს გადაეცა
4 ნოემბერი, 2026
Agrafka-ს წიგნი ესტონური პრემია Paabeli Torn-ის მოკლე სიაში მოხვდა
Agrafka-ს წიგნი ესტონური პრემია Paabeli Torn-ის მოკლე სიაში მოხვდა
2 ნოემბერი, 2026
გუენკურის პრემია უცხოური ლიტერატურის პირველ ფინალისტებს ასახელებს
გუენკურის პრემია უცხოური ლიტერატურის პირველ ფინალისტებს ასახელებს
31 ოქტომბერი, 2026

ჩინელი ავტორის ნაწარმოებები 30-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, რომელთა შორისაა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური, შვედური და ჩეხური. ჯილდოს მიღებისას ლიუ ჯენიუნმა აღნიშნა:

ავტორმა ყოველი ახალი ნაწარმოებით ხელახლა უნდა გამოიგონოს ლიტერატურა და მას ახალი განსაზღვრება მისცეს.

მალე მწერალი მკითხველებთან შეხვედრებს ორ სხვადასხვა ქვეყანაში გამართავს. 29 ოქტომბერს ლიუ ჯენიუნი ლონდონში თავის რომანზე „The Last Laugh“ The Guardian-ის კულტურის რედაქტორთან, რებეკა ლიუსთან ისაუბრებს. ლიუ წელს ბუკერის პრემიის (Booker Prize) ჟიურის წევრიც არის. მოგვიანებით კი, 6 ნოემბერს, ჩინელი რომანისტი შარჯის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გამოვა, სადაც სუდანელ მწერალ ჰამურ ზიადასთან ერთად დისკუსიას გამართავს.

გაიგე მეტი:The Last Laughლიტერატურული პრემიებილიუ ჯენიუნიჩინური ლიტერატურახუა ძუნგის პრემია
წყარო:Publishing Perspectives
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?