ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეექვსე მდგრადობის სამიტი გაიმართა
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
ფესტივალებიინდუსტრია

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეექვსე მდგრადობის სამიტი გაიმართა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეექვსე მდგრადობის სამიტი გაიმართა, რომელზეც გენდერული თანასწორობისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის საკითხები განიხილეს. სამიტზე ახალი ინიციატივები წარადგინეს.

განახლების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
მდგრადობის სამიტის მონაწილეები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
მდგრადობის სამიტის მონაწილეები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ფოტო: IPA
გაზიარება
Highlights
  • ფრანკფურტის მეექვსე მდგრადობის სამიტი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მელისა ფლემინგმა გახსნა.
  • მემორანდუმი, რომელიც „EU 4 Gender Equality“-მ და IPA-მ წარადგინეს, ხუთ ძირითად მიმართულებას ეფუძნება.
  • ლორენ ეიშნერმა გამონაბოლქვის შესამცირებლად ახალი პროგრამა „Responsible Chapters“ წარადგინა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მეექვსე მდგრადობის სამიტი გაიმართა, სადაც საერთაშორისო საგამომცემლო სექტორის წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები განიხილეს. როგორც გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია (IPA) იტყობინება, შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო), UN Women ECA-სა და წევრ გამომცემლებთან პარტნიორობით ჩატარდა. სამიტს UN Publications-ის წარმომადგენელი ანტიე ვატერმანი უძღვებოდა. ღონისძიება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მელისა ფლემინგმა გახსნა, რომელმაც თავის მთავარ გამოსვლაში დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წიგნის გამომცემელთა როლზე გაამახვილა ყურადღება.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

შეხვედრაზე პროგრამამ „EU 4 Gender Equality“ და IPA-მ საგამომცემლო სფეროში გენდერული თანასწორობის მემორანდუმი (Pledge for Gender Equality in Publishing) წარადგინეს. ეს დოკუმენტი მსოფლიოს გამომცემლებს მოუწოდებს, გადადგან ხელშესახები ნაბიჯები როგორც უშუალოდ საგამომცემლო საქმიანობაში, ისე წიგნების შინაარსში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად. მემორანდუმი ხუთ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ლიდერობას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს, თანასწორობას საგამომცემლო ეკოსისტემაში, ქალთა ხმების გაძლიერებასა და ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკულ მოქმედებად ქცევას.

სამიტზე სიტყვით IPA-ის პრეზიდენტი გვანცა ჯობავაც გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა შემოქმედებითი სექტორის გადამწყვეტ ფუნქციას გენდერული თანასწორობის მიზნების მიღწევაში. ამავე დროს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სივრცეში ქალ გამომცემლებზე ფოკუსირებული ღონისძიებებიც გაიმართა, რომლებიც UN Women-მა და ინიციატივა PublisHer-მა მოაწყო. ეს ინიციატივა IPA-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბუდურ ალ-ყასიმიმ დააფუძნა.

ბუკტოკი გირჩევთ

KSE ფონდის ლოგო
უკრაინელი გამომცემლების დასახმარებლად საერთაშორისო ინიციატივები ამოქმედდა
31 ოქტომბერი, 2026
WIPO-ს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ავსტრალიის გამომცემელთა ასოციაციის ლოგოები
გამომცემლები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ: საავტორო უფლებები და ახალი მოთხოვნები
30 ოქტომბერი, 2026
გვანცა ჯობავამ IPA-ს ხელმძღვანელობის ვადის ბოლოს საგამომცემლო გამოწვევებზე ისაუბრა
გვანცა ჯობავამ IPA-ს ხელმძღვანელობის ვადის ბოლოს საგამომცემლო გამოწვევებზე ისაუბრა
3 ნოემბერი, 2026

მდგრადობის სამიტი: ეკოლოგიური პროექტები და ახალი ინიციატივები

სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვით საკითხებსაც დაეთმო. საფრანგეთის გამომცემელთა ეროვნული ასოციაციის (Syndicat national de l’édition) წარმომადგენელმა ლორენ ეიშნერმა პროგრამა „Responsible Chapters“ წარადგინა. ეს ინიციატივა გამომცემლებს ეკოლოგიური გამოწვევების შეფასებისა და გამონაბოლქვის შემცირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს აწვდის. ორგანიზაციამ ასევე დეტალურად მიმოიხილა სხვა მწვანე პროექტები, მათ შორის ნახშირბადის კალკულატორი, სასიცოცხლო ციკლის შეფასების სისტემა და ელექტრონული სწავლების კურსი, რომელიც სარედაქციო და სადისტრიბუციო გადაწყვეტილებებს მოიცავს.

შეხვედრაზე ასევე წარადგინეს საბერძნეთის SDG წიგნის კლუბი (Greek SDG Book Club). კამპანია „Initiative 18“-ის წარმომადგენლებმა კი მდგრადი და სამართლიანი მედიისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მე-18 მიზნის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, IPA-მ თავისი ინკლუზიური გამოცემისა და წიგნიერების კომიტეტი (Inclusive Publishing and Literacy Committee) შეკრიბა, რომელმაც წევრებს ხელმისაწვდომობის, მრავალფეროვნების, კითხვის პოპულარიზაციისა და ეკოლოგიური მდგრადობის საერთაშორისო სიახლეები გაუზიარა.

გაიგე მეტი:გაეროგამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაგვანცა ჯობავამდგრადობის სამიტიფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
წყარო:International Publishers Association (IPA)
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?