ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
Reading: RBmedia ევროპული გამომცემლობების შესყიდვას გეგმავს
გაზიარება
ბუკტოკი • BookTokბუკტოკი • BookTok
ძებნა
  • ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
  • ᲠᲐ ᲬᲐᲕᲘᲙᲘᲗᲮᲝ?
  • ᲔᲙᲠᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲐᲕᲢᲝᲠᲔᲑᲘ
  • ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲚᲔᲑᲘ
  • ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲐ
  • ᲑᲐᲖᲠᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • AI & ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
შემოგვიერთდით
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.
საერთაშორისო ამბებიგამომცემლებისიახლეები

RBmedia ევროპული გამომცემლობების შესყიდვას გეგმავს

აუდიოწიგნების უმსხვილესი გამომცემელი RBmedia კონტინენტურ ევროპაში გაფართოებასა და ადგილობრივი გამომცემლობების შესყიდვას გეგმავს. კომპანიის ყურადღების ცენტრში არაინგლისურენოვანი ბაზრებია.

განახლების თარიღი: 3 ნოემბერი, 2026
გაზიარება
1 წუთში წასაკითხი
შენიშვნა: ეს სტატია შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს გვეხმარება, გავაგრძელოთ ხარისხიანი კონტენტის მოწოდება.
RBmedia ევროპული გამომცემლობების შესყიდვას გეგმავს
ფოტო: spoiu23 / Pixabay
გაზიარება
Highlights
  • RBmedia გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, შვედეთისა და დანიის გამომცემლობების შესყიდვას გეგმავს.
  • RBmedia ევროპაში სასიყვარულო რომანების, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის კატალოგებს ეძებს.

აუდიოწიგნების მსოფლიოში უმსხვილესი გამომცემელი და დისტრიბუტორი RBmedia კონტინენტურ ევროპაში ადგილობრივი გამომცემლობების შესყიდვასა და მათთან პარტნიორული კავშირების დამყარებას გეგმავს. როგორც გამოცემა Publishing Perspectives-ი წერს, კომპანიის სტრატეგიული მიზანი არაინგლისურენოვან აუდიობაზრებზე გაფართოებაა. საწყის ეტაპზე პრიორიტეტულ ენებად გერმანული, ფრანგული და ესპანური განისაზღვრა, ინტერესის სფეროში კი გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, შვედეთისა და დანიის გამომცემლობები მოექცა.

- uBooks.ge - ინგლისურენოვანი წიგნების ონლაინ მაღაზია
Ad image

გრძელვადიან პერსპექტივაში საერთაშორისო გაფართოების სამიზნედ აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ ამერიკა განიხილება. 2017 წელს დაფუძნებული RBmedia დღეს აუდიოწიგნების გლობალურ ინდუსტრიაში წამყვანი მოთამაშეა, რომლის მთავარი აუდიობრენდებია Recorded Books-ი, Tantor Media და W.F. Howes-ი.

RBmedia-ს ახალი სტრატეგია და ჟანრული პრიორიტეტები

ევროპულ ბაზარზე შესვლის გამოცდილება კომპანიას უკვე აქვს: წელს ზაფხულში RBmedia-მ დამოუკიდებელი ბრიტანული გამომცემლობა Boldwood Books-ი შეიძინა. შესყიდვის შემდეგ Boldwood Books-მა საოპერაციო დამოუკიდებლობა, სტრუქტურა, სამუშაო გუნდი და კულტურა სრულად შეინარჩუნა. ევროპაში საქმიანობის გაფართოების კვალდაკვალ აუდიოფორმატი ამ გამომცემლობის ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება გახდა.

ბუკტოკი გირჩევთ

შვედეთის წიგნის ბაზარი მესამე კვარტალში 3,7%-ით გაიზარდა
შვედეთის წიგნის ბაზარი მესამე კვარტალში 3,7%-ით გაიზარდა
4 ნოემბერი, 2026
Kindle+ – Amazon-ის განახლებული სერვისი ხელოვნური ინტელექტის აუდიოწიგნებს მოიცავს
Kindle+ – Amazon-ის განახლებული სერვისი ხელოვნური ინტელექტის აუდიოწიგნებს მოიცავს
1 ნოემბერი, 2026
Storytel-ის გაყიდვებმა მესამე კვარტალში 1,18 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია
Storytel-ის გაყიდვებმა მესამე კვარტალში 1,18 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია
29 ოქტომბერი, 2026

RBmedia უპირატესად მხატვრულ ლიტერატურაზე, კერძოდ კი, სასიყვარულო რომანებზე, სამეცნიერო ფანტასტიკასა და ფენტეზიზეა ორიენტირებული. შესაბამისად, კომპანია ევროპაშიც მსგავსი კატალოგის მქონე პარტნიორებს ეძებს. ამასთან, იგი მზად არის შეისყიდოს როგორც წარმატებული და განვითარებადი გამომცემლობები, ისე კომპანიები, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდება ან თავისი ბიზნესის დასრულებას გეგმავს.

შეძენილ პარტნიორებს RBmedia ინგლისურენოვან ბაზარზე ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას, გლობალურ დისტრიბუციასა და აუდიოწარმოების მდიდარ გამოცდილებას სთავაზობს. ახალ საერთაშორისო ბაზრებზე კომპანია მრავალფორმატიანი გამოცემების გამოშვებას გეგმავს, რაც აუდიოწიგნების, ელექტრონული წიგნებისა და მოთხოვნისამებრ ბეჭდვის (print-on-demand – წიგნის დაბეჭდვა უშუალოდ შეკვეთის მიღების შემდეგ) პარალელურ წარმოებას გულისხმობს. თუმცა ამგვარი გაფართოების მიუხედავად, აუდიოწარმოება კვლავ RBmedia-ს მთავარ მიმართულებად დარჩება.

ადგილობრივი ბაზრების სპეციფიკაზე მაილზ სტივენს-ჰოარმა ისაუბრა:

ამ ბაზრებს აინტერესებს ის, რაც უშუალოდ მათთან ხდება. დროშის ჩარჭობა და იმის თქმა, რომ სხვა ბაზარზე ყველაზე დიდი ხარ, შედეგს არ მოიტანს.

გაიგე მეტი:Boldwood BooksRBmediaაუდიოწიგნებიევროპასაგამომცემლო ბაზარი
წყარო:Publishing Perspectives
ამ სტატიის გაზიარება
Facebook Whatsapp Whatsapp LinkedIn ბმულის კოპირება ამობეჭდვა
გაზიარება
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026
თბილისის საახალწლო წიგნის ბაზრობა 2026

ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

„მეოთხე ფრთა“ (Fourth Wing), რებეკა იაროსი

4.6 ქულა 5-დანᲕᲜᲔᲑᲘᲐᲜᲘ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲔᲖᲘ
„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

„ჯადოსნურ ჯოხს მიღმა: ჯადოქრის ცხოვრების მაგია და ქაოსი“, ტომ ფელტონი

4.3 ქულა 5-დანᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲘ ᲛᲔᲛᲣᲐᲠᲘ
„ვერ გამტეხ“ (Can't Hurt Me), დევიდ გოგინსი | ლურჯი ოკეანე

„ვერ გამტეხ“ (Can’t Hurt Me), დევიდ გოგინსი

3.9 ქულა 5-დანᲒᲐᲛᲫᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲐᲜᲘᲤᲔᲡᲢᲘ
BookTok საქართველო BookTok საქართველო
  • Disclaimer

პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, ბლოგებსა და სხვა ანალიტიკურ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორ(ებ)ის პირად პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს კომპანიის ან მისი სარედაქციო კოლეგიის ოფიციალურ შეხედულებებს. რედაქცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვის თავისუფლებას დამოუკიდებელი ავტორებისთვის და არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სუბიექტურ შეფასებებზე.

  • გამჭვირვალობა პარტნიორული ბმულების შესახებ

პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს პარტნიორულ ბმულებს. თუ თქვენ ამ ბმულებით პროდუქტს შეიძენთ, ჩვენ შესაძლოა მცირე საკომისიო მივიღოთ, თქვენთვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამ მხარდაჭერით ვინარჩუნებთ პლატფორმის მუშაობასა და ხარისხიანი კონტენტის მოწოდებას.

  • ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲓᲐ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲐ
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ხელმისაწვდომობის განცხადება
  • ᲡᲐᲠᲔᲓᲐᲥᲪᲘᲝ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
  • სარედაქციო პოლიტიკა
  • ფაქტების გადამოწმება
  • შესწორებების პოლიტიკა
  • წყაროებთან მუშაობა
  • ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალურობა
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა
  • საავტორო უფლებები
  • დისკლაიმერი
  • ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
  • რეკლამის განთავსება
  • პარტნიორული კონტენტი
  • შვილობილი ბმულები

2026 © კიბერდროება. ყველა უფლება დაცულია.

მოგესალმებით!

Sign in to your account

Username or Email Address
Password

Lost your password?